პოლიციის არაეთიკური საქციელის გამო ქვიარ აქტივისტმა გენინსპექციას მიმართა


ენ არბორის პრაიდი 2017 წელს. credit:flicrk/rosefirerising

ქვიარ აქტივისტმა, რომელსაც პოლიციამ ძალის გამოყენებით ლგბტ დროშა არ გააშლევინა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

ქვიარ აქტივისტი ნიკა წიქარიშვილი მოითხოვს, რომ იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც მას და მის მეგობარს ხელი შეუშალეს გაეშალა ლგბტ დროშა და ინტერვიუ მიეცა ერთერთი მედიასაშუალებისთვის, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყოს.

კერძოდ, იგი მოითხოვს, რომ სამართალდამცავებს დააკისრონ დისციპლინური პასუხისმგებლობა არაეთიკური ქცევის გამო. ნიკა წიქარიშვილის ინტერესებს თანასწორობის მოძრაობა იცავს.

2019 წლის 17 მაისს, ნიკა წიქარიშვილს თავისუფლების მოედანზე ერთერთი ტელევიზიისთვის უნდა მიეცა ინტერვიუ ლგბტ დროშის თანხლებით. თუმცა პოლიციელებმა იგი გვერდით გაიყვანეს, შემდეგ ხელები გადაუგრიხეს. ნიკამ მოახერხა და ვიდეო ჩაიწერა, თუმცა პოლიციელებმა მას ტელეფონი წაართვეს და ვიდეო წაშალეს.