აქტივიზმი თანასწორობისთვის, ლალი ინასარიძე


“ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად იმისა, არის თუ არა იგი განსხვავებული რაიმე ნიშნით. სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში არის ჰომოფობიური განწყობები, რაც ხელს უწყობს და ახალისებს დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, პოლიციელის როლი დისკრიმინაციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია და გარდა იმისა, რომ პოლიციელმა უნდა მოახდინოს მყისიერი რეაგირება აღნიშნულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ასევე უნდა იზრუნოს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე. როდესაც დანაშაული ხდება დისკრიმინაციული მოტივით, სახელმწიფოს პასუხი კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს, რადგან კანონდამრღვევი სიძულვილით არის განწყობილი მსხვერპლის მიმართ და ადამიანს ჩაგრავს მისთვის დამახასიათებელი ნიშნის მიუღებლობის გამო.

მე გაცნობიერებული მაქვს ჩემი, როგორც პოლიციელის როლი და პასუხისმგებლობა, დავიცვა ყველა ის მსხვერპლი, რომლის მიმართაც შესაძლოა ჩადენილი იქნას ან უკვე ჩადენილია დანაშაული სიძულვილის მოტივით. მე ვარ ყველას პოლიციელი და მზად ვარ ვემსახურო ჩემს ყვეყანაში მცხოვრებ ყველა პირს განურჩევლად გენდერული იდენტობისა, სქესისა, რელიგიური მრწამსისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა, თუ სხვა ნიშნისა”, – ლალი ინასარიძე.