საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ადამიანის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია უწყებამ, დღეს, 15 დეკემბერს გაავრცელა.
პოლიციის ცნობით, 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს.
გამოძიება ძალადობის მუხლით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.