ლგბტ უფლებები


17 მაისი | სარჩელი “ალმას” წინააღმდეგ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” სარჩელი, რომლითაც მოვითხოვდით, რომ დისკრიმინაციულად ეცნო “ალმას” უარი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსების თაობაზე. სასამართლომ “ალმას” უარი დისკრიმინაციულად მიიჩნია, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ ნაწილში, რომლითაც 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვდით კომპანია “ალმასგან”. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ სამჯერ გადადო სხდომა, სანამ გადაწყვეტილებას …

ახალი ამბები


სააპელაციომ ბურჯანაძის პარტიის წევრს ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა

31 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ ბესიკ დანელიას ლგბტ აქტივისტის ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ბესიკ დანელიას ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში აქტივისტის ჰომოფობიური რეპლიკით მოხსენიებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარი დააკისრა. …

ახალი ამბები


განცხადება სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ვეხმაურებით საპატრიარქოს სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ “თანასწორობის მოძრაობა” არ ერევა და არცაა დაინტერესებული საპატრიარქოს შიდა საკითხებით და იქ წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებით. თუმცა, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ იმ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და უპირველესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ჩვენს თემს.  საპატრიარქო, თუ მასთან აფილირებული ჯგუფები, განცხადებებით, ქადაგებებითა, …

ახალი ამბები


10 მითი ბისექსუალობის შესახებ, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ

დღეს 23 სექტემბერია, რომელიც ბისექსუალი ადამიანების ხილვადობის დღედაა გამოცხადებული. რა საჭიროა ბისექსუალების ხილვადობის დღის დაწესება?! საჭიროა, რადგან ბისექსუალი ადამიანები ლგბტ თემში ერთერთი ნაკლებად ხილვადი არიან, რომელთა მიმართ სტერეოტიპები და მითებია გავრცელებული. ისინი ყველამ ერთად უნდა დავამსხვრიოთ! ბისექსუალი ადამიანები საზოგადოებაში გავრცელებული იმ საერთო აგრესიისა და ცრურწმენების ადრესატები არიან, რაც ქვიარ ადამიანებს გვხვდება. თუმცა არის მითები, რომლებიც …

ახალი ამბები


ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

“თანასწორობის მოძრაობის” ჩარევით დააკავეს პიროვნება, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა. “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა …

ახალი ამბები


ბრალდებული, ვინც ლგბტ ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა, დააკავეს

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების დახმარებით, ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე შანტაჟს დააღწია თავი. “თანასწორობის მოძრაობას” ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა მომართა, რომელსაც მისი ნაცნობი აშანტაჟებდა სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება მის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა. დაზარალებულს ბრალდებულმა 2019 წლის …

ახალი ამბები