კვლევა


ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)

“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ კვლევას “ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)”, რომელიც შეისწავლის ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებების მდგომარეობას და დასაქმების ბარიერებს. კვლევა მიმოიხილავს ქვიარ ადამიანების შრომით უფლებებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკას, შრომით კანონმდებლობას და სამართლებრივ მექანიზმებს. საქართველოს კონტექსტისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დოკუმენტი განიხილავს კანონმდებლობის გაუმჯობესების პერსპექტივებს. კვლევის ავტორები არიან ნუკრი ტაბიძე და ლელა გვიშიანი. ანგარიშის მომზადება …

დოკუმენტები


ქვიარ ბულინგი სკოლაში

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “ქვიარ ბულინგი სკოლაში”. კვლევის პრეზენტაცია გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, 7 დეკემბერს, 19:00 საათზე. ბულინგი მოსწავლეებს შორის ძალადობის გავრცელებული პრაქტიკაა. სკოლაში ბულინგის პრობლემა მჭიდრო კავშირშია როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში გამყარებულ გენდერულ როლებსა და ძალადობასთან. გენდერულად არაკონფორმული ბავშვები, როგორც წესი, ორივე სივრცეში სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. კვლევის მიზანია …

დოკუმენტები


ტრანს* ადამიანების ჯანდაცვის საკითხების კვლევა საქართველოში

“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ “ტრანს* ადამიანების ჯანდაცვის საკითხების კვლევას”. ტრანს* ჯანდაცვის განვითარების და ტრანს* ადამიანების ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით  მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლევა ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში 2020 წლის თებერვალში შესული ცვლილება, სახელდობრ,  მე-15 თავი – “თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომლის მიზანია სოგი-ს სპეციფიკის გათვალისწინებით ქვეყანაში სოციალური  და ჯანდაცვის სერვისების …

დოკუმენტები


საქართველოს ქიმსექსის კვლევა

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ “საქართველოს ქიმსექსის კვლევას.” მასში მიმოხილულია მსმ (მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან” თემში სქესობრივ კონტექსტში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრაქტიკა. კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ მსმ პოპულაციაში ქიმსექსის პრაქტიკის და სქესობრივ კონტექსტში ფსიქოატიური ნივთირებების მოხმარების მახასიათებლების გამოვლენა, აღნიშნულთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ავტორები არიან გვანცა კვინიკაძე და გიორგი სოსელია. კვლევა …

დოკუმენტები


კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, 13 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციამ “თანასწორობის მოძრაობა” წარადგინა კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ შედეგები. კვლევა ჩატარდა 2019 წელს. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს სამაგიდო კვლევა, ჩატარდა ჩარღმავებული ინტერვიუები, რომლითაც გამოიკითხა 7 მიგრანტი და დარგის 5 ექსპერტი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 შემთხვევის შესწავლა (Case Study), რომელიც აივ/შიდსის სერვისებზე მიგრანტის ხელმიუწვდომლობის გამო ლეტალურად დასრულდა.  კვლევის …

ახალი ამბები


სამოქალაქო პარტნიორობის კვლევა

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ სამოქალაქო პარტნიორობის კვლევას, რომელიც “ევრაზიული კოალიციის მამაკაცთა ჯანმრთელობისთვის” (ECOM) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, ავტორი თათია ქინქლაძე. კვლევის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე სამოქალაქო პარტნიორობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს სამოქალაქო პარტნიორობის რეგულირების აუცილებლობას. ერთი რამ ცხადია, რომ არაჰეტეროსექსუალური პატერნების ფორმირება ნელ-ნელა ხდება ჰეტეროსექსუალურ საზოგადოებებში. ეს განსაკუთრებით ცხადად გამოიკვეთა ,,ოჯახურ ცხოვრებასთან“ …

დოკუმენტები


ქვიარ ქალების საჭიროებები საქართველოში 2019

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “ქვიარ ქალების საჭიროებები საქართველოში”, რომელიც 2019 წლის ივნისში ჩატარდა. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები  ქვიარ ქალების საჭიროებების კვლევას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამედიცინო, სოციალური და სამართლებრივი დაცვა, ჯანმრთელობა სგგი პრევენცია, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და თემის შესაძლებლობების განვითარება. თვისებრივ კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქვიარ ქალები სისტემური ჩაგვრის მსხვერპლი მინიჭებული სქესისა და ჰომოფობიის გამო ხდებიან. …

დოკუმენტები


აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) მკურნალობის სერვისებში ჩართული მსმ და ტრანს ადამიანების კმაყოფილებისა და საჭიროებების კვლევა საქართველოში

კვლევა შეეხება საქართველოში აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობის პროგრამებში ჩართული მსმ და ტრანს ადამიანების კმაყოფილებისა და საჭიროებების შესწავლას. თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოვიკვლიეთ აივ/შიდსის და სგგი-ს მკურნალობის პროცესი, არსებული ბარიერები და მომსახურების ხარვეზები. კერძოდ, რამდენად ახერხებენ ადამიანები არსებული სერვისებით სარგებლობას, აქვთ თუ არა ამომწურავი ინფორმაცია სერვისების შესახებ, რამდენად მორგებულია მკურნალობის პროცესი მათ საჭიროებებს, როგორია ექიმებისა და სხვა მედპერსონალის დამოკიდებულება პაციენტების მიმართ …

დოკუმენტები