ქვიარ ბულინგი სკოლაში


“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “ქვიარ ბულინგი სკოლაში”. კვლევის პრეზენტაცია გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, 7 დეკემბერს, 19:00 საათზე.

ბულინგი მოსწავლეებს შორის ძალადობის გავრცელებული პრაქტიკაა. სკოლაში ბულინგის პრობლემა მჭიდრო კავშირშია როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში გამყარებულ გენდერულ როლებსა და ძალადობასთან. გენდერულად არაკონფორმული ბავშვები, როგორც წესი, ორივე სივრცეში სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.

კვლევის მიზანია სკოლებში ჰომოფობიური და გენდერული ბულინგის შესწავლა, საერთაშორისო გამოცდილებასა და რესპოდენტთა მიერ პრობლემის გადაჭრის შემოთავაზებული გზების საფუძველზე ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის დასახვა. კვლევა უსაფრთხო სკოლის შექმნის, სექსუალური განათლების, გრძელვადიანი პროგრამების, მასწავლებლების მომზადებისა და გადამზადების, სასკოლო სივრცეების ზედამხედველობისა და ნათელი წესების, დასჯა-წახალისების მეთოდების შემუშავების, როგორც ჰომოფობიური და გენდერული ბულინგის პრევენციის მექანიზმების, აუცილებლობას წარმოაჩენს.

კვლევის სანახავად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: ქვიარ ბულინგი სკოლაში.