კვლევა შეეხება საქართველოში აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობის პროგრამებში ჩართული მსმ და ტრანს ადამიანების კმაყოფილებისა და საჭიროებების შესწავლას. თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოვიკვლიეთ აივ/შიდსის და სგგი-ს მკურნალობის პროცესი, არსებული ბარიერები და მომსახურების ხარვეზები.
კერძოდ, რამდენად ახერხებენ ადამიანები არსებული სერვისებით სარგებლობას, აქვთ თუ არა ამომწურავი ინფორმაცია სერვისების შესახებ, რამდენად მორგებულია მკურნალობის პროცესი მათ საჭიროებებს, როგორია ექიმებისა და სხვა მედპერსონალის დამოკიდებულება პაციენტების მიმართ და ჩამოთვლილი გარემოებების გავლენა უშუალოდ მკურნალობის პროცესზე. თვისებრივ კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 17-მა რესპონდენტმა, (10 მსმ და 7 ტრანს ადამიანი).
კვლევა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობა“ ინიციატივით, „მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიული კოალიციის” (ECOM) ფინანსური მხარდაჭერით. კვლევაზე მუშაობდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები – გენდერის მკვლევარი გვანცა კვინიკაძე და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ექსპერტი – მედეა ხმელიძე. კვლევაში ასახული შეხედულებები სრულად ეფუძნება მისი მონაწილეების ხედვას და შესაბამის საკითხებთან მიმართებაში არ წარმოადგენს „თანასწორობის მოძრაობის“, როგორც ორგანიზაციის, ოფიციალურ პოზიციას.
იხ. კვლევის PDF ვერსია