“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ კვლევას “ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)”, რომელიც შეისწავლის ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებების მდგომარეობას და დასაქმების ბარიერებს.
კვლევა მიმოიხილავს ქვიარ ადამიანების შრომით უფლებებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკას, შრომით კანონმდებლობას და სამართლებრივ მექანიზმებს. საქართველოს კონტექსტისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დოკუმენტი განიხილავს კანონმდებლობის გაუმჯობესების პერსპექტივებს.
კვლევის ავტორები არიან ნუკრი ტაბიძე და ლელა გვიშიანი. ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა მიღწეული.
კვლევის გადმოსაწერად გთხოვთ დააკლიკეთ: ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)