კვლევა


მეცნიერებმა აივ-ის შესაძლო განკურნების ახალ მეთოდს მიაგნეს

ნებრასკისა და თემფლის უნივერსიტეტების მკვლევრები აცხადებენ, რომ დიდი ნაბიჯი გადადგეს აივ ვირუსის განკურნების გზაზე. გუშინ, 2 ივლისს ნებრასკის უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს დეტალურად ამ აღმოჩენის შესახებ. მკვლევრები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტის საშუალებით მათ ცხოველის გენომიდან განდევნეს აივ-ის ინფექცია. “ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ აივ-ის სუპრესიისა და გენის ცვლილების თერაპიას, შეუძლია ინფიცირებული ცხოველის უჯრედებიდან და ორგანოებიდან …

ახალი ამბები


პრეპ-ის ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევის პრეზენტაცია

27 დეკემბერს თანასწორობის მოძრაობამ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელმაც შეისწავლა რა ფაქტორები ახდენს გავლენას პრეპის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვაზე. Კვლევა სახელწოდებით, “საქართველოში აივ ინფექცია შიდსის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის ხელმისაწვდომობის ბარიერები მამაკაცებს, რომელთან სექსი აქვთ მამაკაცებთან და ტრანსგენდერ ქალებს შორის”, მოიცავს ორ ნაწილს: ფოკუს ჯგუფებსა და ონლაინ კითხვარს. ფოკუს ჯგუფში ჩართვა შეეძლო18  წლის ან უფროსი ასაკის მამაკაცს, რომელსაც სქესობრივი …

ახალი ამბები


რა სჭირდებათ ლგბტქ თემის წევრებს საქართველოში – კვლევა

უმუშევრობა, ინტერნალიზებული ჰომოფობია, საცხოვრისის პრობლემა – იმ საკითხების ნაწილია, რაზეც თემის წევრებმა “თანასწორობის მოძრაობის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ისაუბრეს. გამოკითხულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ თემის წევრებს შორის დაპირისპირება და ინტერნალიზებული ჰომოფობია ასუსტებს თემს, საჭიროა მეტი ჩართულობა და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ლგბტ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თემი არაა ხილვადი და კარგ იქნებოდა, რომ არსებობდეს თავშესაფარი, რომელიც საცხოვრისის პრობლემას …

დოკუმენტები


ევროპის 24 ქვეყნიდან ქორწინების თანასწორობას საქართველოში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან – კვლევა

Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, ევროპის 24 ქვეყანას შორის, საქართველოსა და სომხეთში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების უფლებას. მაგალითად, შვედეთში გამოკითხულთა 88% და გერმანიაში გამოკითხულთა 75% აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ლესბოსელებისა და გეებისთვის ქორწინების უფლებას. ამის საპირისპიროდ რუმინელების 74% და ბულგარელების 79% ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების დაკანონებას. …

ახალი ამბები