აქტივიზმი თანასწორობისთვის
“საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ცნობიერება საზოგადოებაში, არაფორმალურ ინსტიტუტებში, ოჯახში, ფორმალურ ინსტიტუტებში, განსაკუთრებით საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ეს არის ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილი, ეს არის მისი ინტიმური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ეს არის მისი იდენტობის შემადგენელი ნაწილი და ის, რაც ადამიანის იდენტობის შემადგენელი ნაწილია, არ შეიძლება გახდეს მისი სოციალური რეპრეზენტაციის არსებითად განმსაზღვრელი. სექსუალური ორიენტაციის მიმართ საზოგადოება …
თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ლადო მხეიძე საუბრობს საჯარო ქამინგ აუთის შესახებ, თუ როგორ მიიღო დედის მხარდაჭერა და გვიზიარებს თავის პოზიტიურ მოლოდინს მომავლის შესახებ. “მე ვარ ლადო, 21 წლის. ჩემი ჰობია ხატვა, ვარჯიში და იოგა. ვსწავლობ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მიყვარს ცხოველები და, ზოგადად, ყველა ცოცხალი არსება, ასევე ვარ ვეგეტარიანელი. ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ ცხოვრებას. …
“მე ვარ ვათიე, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების წევრი. მწვანე საკითხების გარდა ქვიარ აქტივიზმითაც ვარ დაკავებული. ფემინიზმიც ძალიან ახლოსაა ჩემთან. მიზეზი, რატომაც გავხდი აქტივისტი, იყო ის, რომ ბევრად უფრო ადრეულ ასაკში, როცა თავი სულ მარტო მეგონა, არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა, რა გამეკეთებინა. მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდი ვერც ოჯახიდან, ვერც საზოგადოებიდან, ვერც სკოლიდან, ერთადერთი ნათელი შუქი იყვნენ ის აქტივისტები, …
“რომ შევაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა, ნაკლებად ჰომოფობიურია ქართული მედია, ვიდრე იყო შარშან, რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეს არ არის ის სასურველი რეალობა, რომელსაც უნდა ქმნიდეს მედია. ამის გააზრება არის ყველაზე მთავარი. თუ ამას იაზრებ, აღარც შენი რეპორტაჟი, შენი სტატია ან შენი გადაცემა, აღარ არის ყვითელი. აღარ მოგყავს ტრანსგენდერი ქალი გადაცემაში, მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ თქვას, რომ …
“ვასწავლი უნივერსიტეტში და, პერიოდულად, დავდივარ სხვადასხვა ქალაქში. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვცდილობ, ზუსტად ამაზე ავაგო მთელი ჩემი სამუშაო. ვლაპარაკობ იმაზე, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს და ჩემი განათლებაც ზოგადად ფემინიზმში და სექსუალობაში და ისტორიასთან ამის დაკავშირება მგონია მნიშვნელოვანი და ვცდილობ ამ კუთხით ველაპარაკო სხვებსაც. მე რომ ვიზრდებოდი ძალიან დიდი ნაკლებობა იყო ზოგადად ყველანაირი სახის …