“ვასწავლი უნივერსიტეტში და, პერიოდულად, დავდივარ სხვადასხვა ქალაქში. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვცდილობ, ზუსტად ამაზე ავაგო მთელი ჩემი სამუშაო. ვლაპარაკობ იმაზე, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს და ჩემი განათლებაც ზოგადად ფემინიზმში და სექსუალობაში და ისტორიასთან ამის დაკავშირება მგონია მნიშვნელოვანი და ვცდილობ ამ კუთხით ველაპარაკო სხვებსაც. მე რომ ვიზრდებოდი ძალიან დიდი ნაკლებობა იყო ზოგადად ყველანაირი სახის ინფორმაციის და რაღაც მხრივ, თითქოს ჩვენს ნებაზე მიშვებულიც ვიყავით 90-იანებში,იმხელა გაჭირვება იყო სხვა პრობლემები იდგა თუნდაც ჩემი ოჯახის წინაშე, ძალიან ბევრი რამე საერთოდ არ ვიცოდი და პირველად მახსოვს, 14 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს ვკითხე, რომ შეიძლება, რომ ქალს ქალი შეუყვარდეს მეთქი? მოზარდი როცა ხარ ისედაც გიჭირს სხვებთან ახლოს იყო და ძალიან ბევრი რამე შენს თავში, როგორც წესი, არ მოგწონს. მით უმეტეს ქალად როდესაც ხარ მონიშნული გარედან საზოგადოება ძალიან დიდი წნეხში გამყოფებს. თუნდაც გარეგნობასთან დაკავშირებით.
მეორე პრობლემა რასაც ვხედავ არის საკუთარი თავის მიღებაში და საკუთარი თავის დადებითი თვითაღქმის გამომუშავებაში ის არის, რომ საზოგადოების ნაწილი ხარ და ვერასდროს ვერ იტყვი, რომ მე ვარ თავისუფალი და არ მაინტერესებს სხვები რას ფიქრობენ. მე მაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მხოლოდ მე უნდა მოვერგო მათ აზრს, ან მე თვითონაც ვიყო ამ აზრის შემქმნელი და მე თვითონაც მოვითხოვო მათი მხრიდან დათმობა. ჩემთვის უბრალოდ გადარჩენა არ არის საკმარისი, იქნება ეს ეკონომიკური გადარჩენა თუ პიროვნული/ინდივიდუალური გადარჩენა, არ არის საკმარისი უბრალოდ ვსუნთქავდე და კვებისთვის საკმარისი ფული მქონდეს.
როდესაც ეს ამბები ხდებოდა, 17 მაისის ცემა-ტყეპა და საშინელება, ძალიან მეშინოდა, მე აქ არ ვიყავი თბილისში, და მეშინოდა, რომ ჩემი თანამშრომლების მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჩემს შესახებ იციან ან დაშვებებს აკეთებენ, ყოველ შემთვევაში, უფრო მეტი აგრესია წამოვიდოდა. ასეც მოხდა, პრინციპში. თეორიულად, მინდა, რომ აქტივისტებმა გავაძლიეროთ თანასწორობის მოთხოვნები და არა უბრალოდ ცარიელი თავისუფლების. გამოცდილებაზე დაფუძნებული მოთხოვნების გაჟღერება, რომელიც აუცილებლად დააკავშირებს გეი ბიჭს, რომელიც სახლიდან გამოაგდეს, დააკავშირებს აზერბაიჯანელის ბრძოლასთან ან მუსლიმი ქართველის ბრძოლასთან, რომელიც მეჩეთის გახსნას ითხოვს. ამ გამოცდილებებში რა გვაქვს საერთო სხვადასხვა ჯგუფს, ამის დანახვა ჯერ თითონ და შემდეგ სხვებთან ამაზე ლაპარაკი არის გამოსავალი”, – ნუკრი ტაბიძე.