რა სჭირდებათ ლგბტქ თემის წევრებს საქართველოში – კვლევა


ენ არბორის პრაიდი 2017 წელს. credit:flicrk/rosefirerising

უმუშევრობა, ინტერნალიზებული ჰომოფობია, საცხოვრისის პრობლემა – იმ საკითხების ნაწილია, რაზეც თემის წევრებმა “თანასწორობის მოძრაობის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ისაუბრეს.

გამოკითხულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ თემის წევრებს შორის დაპირისპირება და ინტერნალიზებული ჰომოფობია ასუსტებს თემს, საჭიროა მეტი ჩართულობა და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ლგბტ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თემი არაა ხილვადი და კარგ იქნებოდა, რომ არსებობდეს თავშესაფარი, რომელიც საცხოვრისის პრობლემას დროებით მაინც მოუხსნის სახლიდან დევნილ თემის წევრებს.

თემის წევრებს სურთ, რომ ორგანიზაციებმა იმუშაონ ახალი სპიკერების „გაზრდაზე“, ჩატარდეს ტრენინგები მედია საკითხებზე თემის ლიდერებისთვის და ასევე ტრენინგები/ვორკშოპები, სადაც თემის ლიდერებს/აქტივისტებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ კონკრეტული გზავნილების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც გააჟღერებენ საზოგადოებაში გავრცელებული მითებისა და სტერეოტიპების საპირისპიროდ.

კვლევის PDF ვერსიის სანახავად დააკლიკეთ 👇

კვლევა ჩაატარა კომპანიამ LLC MILKY WAY „თანასწორობის მოძრაობის“ დაკვეთით. ფოკუს-ჯგუფები ტარდებოდა თბილისში, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 აპრილის პერიოდში. მონაწილეები იყვნენ ინფორმირებული, რომ მათი ვინაობა იყო კონფიდენციალური და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კვლევაში განზოგადებული სახით იქნებოდა წარმოდგენილი. თითოეული ფოკუს-ჯგუფი შედგებოდა 5-10 მონაწილისგან, მათ შორის იყვნენ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანები. ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობა სულ 120-მა ადამიანმა მიიღო.

დეტალურად გაეცანით კვლევას:

თემის ხმა სტიგმის წინააღმდეგ – აქტივიზმი თანასწორობისთვის by Equality Movement თანასწორობის მოძრაობა on Scribd