აქტივიზმი თანასწორობისთვის- სერგო ჩიხლაძე


სერგო ჩიხლაძე

“როგორც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა, მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს ისეთ სენსიტიურ საკითებთან დაკავშირებით, როგორიც არის ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობა და უფლებები. ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან, 1974 წლიდან ჰომოსექსუალობა ამოიღეს პირველად, ჯერ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ, როგორც ფისიქიკური დაავადება, შემდეგ, 70-80-იანი წლების განმავლობაში უკვე ჰომოსექსუალობა ამოღებული იქნა დაავადებების ნუსხიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, თითქმის ყველა ორგანიზაციის, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათწლეულებია ჰომოსექსუალიბა დაავადებად არ ითვლება, საზოგადოების დიდი ნაწილი არაა ამის შესახებ ინფორმირებული. რაც ყველაზე გასაკვირია, თითონ ჩემი კოლეგებიც, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, არ არიან ამის შესახებ ინფორმირებული და ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სამედიცინო სფეროდან, ჰქონია, რომ შესაძლებელია ჰომოსექსუალობის მკურნალობა. რაც, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პირველი, რასაც კავეთებთ, როდესაც ინსტიტუტს, ან უნივერსიტეტს ვამთავრებთ და გადავდგამთ პირველ ნაბიჯებს ჯანდაცვის სფეროში, უკვე პრაქტიკული მოღვაწეობის დროს, ეს არის ის, რომ ჩვენ ვდებთ პირობას, უფრო სწორედ ფიცს, რომ მოვემსახურებით ყველას ერთნაირად, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული, რასობრივი, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და ასე შემდეგ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, როგორც პრაქტიკოსმა ექიმებმა, ასევე ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებმა, მკვლევრებმა, საშუალო სამედიცინო პერსონალმა, ყველა ადამიანმა, რომელსაც აქვს ალბათობა, მიუხედავად ვიწრო სპეციალობისა, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზე იმყოფება ჯანდაცვის სფეროში, რომ შეხება ჰქონდეთ ლგბტ ადამიანებთან და მათ ჯანმრთელობასთან, საჭიროა რომ გავითავისოთ, მათი უფლებები, გავითავისოთ მათი საჭიროებები და მოვეპყროთ ლგბტ ადამიანებს, ვუმკურნალოთ ლგბტ ადამიანებს, ისეთივე მაღალი სარისხით, როგორც ყველა სხვა პაციენტს”, – სერგო ჩიხლაძე, ექიმი.