ჰომოფობია


ფეხბურთში ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ ბევრია გასაკეთებელი – ოლივიე ჟირუ

ჩელსის თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ფეხბურთში ჰომოფობიის დასაძლევად კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან “შეუძლებელია” ჰომოსექსუალად ყოფნა ფეხბურთში. ამ საკითხზე ჟირუმ ფრანგულ გამოცემა “ლე ფიგაროსთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა. “2014 წელს, როდესაც ვნახე გერმანელი ფეხბურთელის თომას ჰიცლშპერგერის ქამინგ აუთი, ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისთვის, რომ ფეხბურთელად ყოფნის დროს თავის ჰომოსექსუალობაზე …

ახალი ამბები


წინასაარჩევნოდ ჰომოფობიურ განცხადებებს პოლიტიკოსები ისევ იყენებენ – კვლევა

წინასაარჩევნოდ, 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში, ჰომოფობიური სიძულვილის ენა ერთერთი ყველაზე გავრცელებულია მედიაში, ცხადჰყოფს მედიის განვითარების ფონდის კვლევა. კვლევის მიგნების მიხედვით, რომელიც დღეს, 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მედიაში 17 ჰომოფობიური განცხადება გაშუქდა, რაც დისკრიმინაციული მიდგომების 14.5%-ს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში 117 დისკრიმინაციული დამოკიდებულება გააშუქეს მედიაში, აქედან ყველაზე მეტი იყო მიგრანტების წინააღმდეგ – 56 კომენტარი (47.9%), …

ახალი ამბები


ლგბტ ადამიანების პრობლემები საქართველოში, რომელზეც გაეროს ექსპერტმა ისაუბრა

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების. მიუხედავად საქართველოში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად. დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალი საქართველოში 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. იგი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლგბტ ადამიანებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავისი ვიზიტის შესახებ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის საქართველოში სტუმრობის …

ახალი ამბები


ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების საწინააღმდეგო რეფერენდუმი რუმინეთში ჩავარდა

რეფერენდუმი რუმინეთში, რომელიც მიზნად ისახავდა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების კონსტიტუციაში აკრძალვას, მოქალაქეთა დაბალი აქტიურობის გამო, ჩაიშალა. რეფერენდუმის კითხვა ასე იყო ფორმულირებული: უნდოდათ თუ არა რუმინეთის მოქალაქეებს, რომ კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვრულიყო, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირი. Romania-Insider-ის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ რეფერენდუმი ორი დღე, 6 და 7 ოქტომბერს მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა 20.4%-მა …

ახალი ამბები


შვეიცარიის პარლამენტი ჰომოფობიის კრიმინალიზებას გეგმავს

შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ჰომოფობიური და ტრანსფობიური დისკრიმინაციის კრიმინალიზებას, რისთვისაც, კანონის დამრღვევს სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. იმისთვის, რომ, ეს ინიციატივა კანონად იქცეს, საჭიროა პარლამენტის ზედა პალატამ, სახელმწიფო საბჭომ, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს. კანონპროექტის ინიციატორმა მათიას რენარმა ქვედა პალატის, ფედერალური საბჭოს მხარდაჭერის შესახებ თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა. Victoire ! Par 118 contre …

ახალი ამბები


ჰომოფობიის გავლენა აივ/შიდსზე

მსოფლიოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დასრულების მთავარი ბარიერი ჰომოფობიაა. ასე იყო შიდსის ეპიდემიის დასაწყისშიც. გეი, ბისექსუალი და სხვა მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ხშირად ხდებოდნენ ძალადობის ობიექტები, რადგან ისინი მიიჩნეოდნენ აივ ინფექციის გავრცელებაზე პასუხისმგებლად. ამას დიდწილად ხელი შეუწყო მედიამაც, რომელმაც სენსაციური სტატიებით წაახალისა ჰომოფობიური დამოკიდებულებები. ამ პერიოდში ხშირად შეხვდებოდით ინფორმაციებს მსგავსი სათაურებით: „ფრთხილად ‘გეების ჭირი’“ ან/და …

ახალი ამბები


ომბუდსმენმა თსუ-ს ლექტორის გამონათქვამები დისკრიმინაციულად მიიჩნია

“არა ფობიას!”-ში შემავალი ორგანიზაციების მიმართვა, რომლითაც გასაჩივრებული იყო თსუ-ს ლექტორის ჰომოფობიური განმარტებები, სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა და დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ლექციაზე თსუ-ს პროფესორ ნონა თოდუას ჰომოფობიურ გამონათქვამებს, რომლითაც ჰომოსექსუალური ურთიერთობები მოიხსენია როგორც „ამორალური“ და ლგბტ თემი პათოლოგიის მქონე საზოგადოებად წარმოაჩინა. სახალხო დამცველმა 2017 წლის 12 დეკემბრის გადაყვეტილებაში აღნიშნა, რომ ლექციაზე პროფესორს უნდა შეეძლოს …

ახალი ამბები