ლგბტ ადამიანების პრობლემები საქართველოში, რომელზეც გაეროს ექსპერტმა ისაუბრა


ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი. ფოტო: გაერო

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების. მიუხედავად საქართველოში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად.

დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალი საქართველოში 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. იგი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლგბტ ადამიანებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავისი ვიზიტის შესახებ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის საქართველოში სტუმრობის შემაჯამებელი განცხადება by Equality Movement თანასწორობის მოძრაობა on Scribd


საქართველოში ჩამოსვლამდე ვიქტორ მადრიგალს თანასწორობის მოძრაობამ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან და ილგა ევროპასთან ერთად, ვიქტორ მადრიგალს ანგარიში გაუგზავნა, სადაც გააცნო ქვეყანაში არსებული გამოწვევები ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით.

ვიქტორ მადრიგალი გაეროს ადამიანების უფლებების საბჭომ 2017 წელს დანიშნა გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის საკითხებში. იგი მუშაობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგა და ამ პოსტზე სამი წლის განმავლობაში იმუშავებს.

მადრიგალი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, აფასებს კანონის ეფექტურობას, ზრდის ცნობიერებას, მონაწილეობს ყველა ჩართულ მონაწილე მხარესთან დიალოგში და აძლევს მათ რჩევებს, უწევს ტექნიკურ დახმარებას, ზრდის შესაძლებლობებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაციის შესამცირებლად.

ვიქტორ მადრიგალი, კოსტა რიკელი იურისტი, ამავე დროს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს გენერალური მდივანია. იგი ხელმძღვანელობს ქსელს, რომელსაც 150-ზე მეტი რეაბილიტაციის ცენტრი აქვს.

ვიქტორ მადრიგალმა კოსტა რიკაში საერთაშორისო სამართლის ასოციაცია დააფუძნა, არის სამართლიანობის საერთაშორისო რესურსცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრი.