“არა ფობიას!”-ში შემავალი ორგანიზაციების მიმართვა, რომლითაც გასაჩივრებული იყო თსუ-ს ლექტორის ჰომოფობიური განმარტებები, სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა და დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.
საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ლექციაზე თსუ-ს პროფესორ ნონა თოდუას ჰომოფობიურ გამონათქვამებს, რომლითაც ჰომოსექსუალური ურთიერთობები მოიხსენია როგორც „ამორალური“ და ლგბტ თემი პათოლოგიის მქონე საზოგადოებად წარმოაჩინა.
სახალხო დამცველმა 2017 წლის 12 დეკემბრის გადაყვეტილებაში აღნიშნა, რომ ლექციაზე პროფესორს უნდა შეეძლოს ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც საკამათოა და შეიძლება კონკრეტული სტუდენტისათვის არაკომფორტულია მისი მოსმენა, თუმცა გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლების მიუხედავად, ლექტორს აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას თანასწორობის პრინციპი, იმგვარად, რომ მისმა გამონათქვამმა ან შეხედულებამ მიზანმიმართულად, თუ გაუფრთხილებლობით არ დაამციროს სტუდენტი, რომელიც შესაძლოა ლგბტ თემს მიეკუთვნებოდეს.
სახალხო დამცველმა გაითვალისწინა ისიც, რომ ლექტორი ხაზგასმით უნდა აღნიშნავდეს, რომ კონკრეტული მოსაზრება არის მისი პირადი მოსაზრება, თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულების, რომელშიც ის ასწავლის.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაუშვებელია იმ ტიპის მოსაზრებების გამოხატვა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ჯგუფის ადამიანების მიმართ სიძულვილი წაახალისოს. მოპასუხემ თავი უნდა შეიკაოს რომელიმე დაუცველი ჯგუფის, მათ შორის, ლგბტ თემის, მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისაგან და ხელი არ შეუწყოს მათ მიმართ უარყოფითი და სტერეოტიპული დამოკიდებულების გაძლიერებას.
სახალხო დამცველმა დაავალა თსუ-ს შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც ლექტორს აუკრძალავს ლექციის განმავლობაში დისკრიმინაციული გამონათქვამების/მოსაზრებების გავრცელებას.
არა ფობიაში შემავალი ორგანიზაციები:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
მედიის განვითარების ფონდი (MDF);
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
თანასწორობის მოძრაობა;
იდენტობა;
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
სრულად გასაცნობად წაიკითხეთ დოკუმენტი
სახალხო დამცველის გადაწყვეტილება თსუ-ს ლექტორის, ნონა თოდუას საქმეზე by Equality Movement თანასწორობის მოძრაობა on Scribd