ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობა” კოალიციის “თანასწორობისთვის” წევრი გახდა

2019 წლის დეკემებრიდან “თანასწორობის მოძრაობა” კოალიციის “თანასწორობისთვის” წევრი გახდა. კოალიციაში 11 ორგანიზაციაა გაწევრებული. “კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, კოალიციის დღის წესრიგში ახალი ამოცანები დადგა. წევრი …

ახალი ამბები


სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მსმ თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 10 წლით

2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო მსმ და გეი თემისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა კონკრეტული ქცევიდან 10 წლის მანძილზე. გასაჩივრებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. …

ახალი ამბები


ლგბტ აქტივისტების მიმართ მუქარის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

ლგბტ აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობრივი და ჰომო/ტრანსფობიური მოწოდებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 12 დეკემბერს “თანასწორობის მოძრაობამ“ გამართა „თანასწორობის ჯილდო 2019”-ის გადაცემის ცერემონია. ჯილდო გადაეცა ლგბტქ ადამიანების უფლებების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ტრანსგენდერ ქალს. დაჯილდოვების შემდეგმ გავრცელდა ვიდეო, სადაც დაჯილდოების ერთერთი მონაწილე იყო ტრანსგენდერი ქალი. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა …

ახალი ამბები


მალხაზ სონღულაშვილი, “და ჩვენ ვიცეკვეთ” – ვინ არიან “თანასწორობის ჯილდო 2019”-ის გამარჯვებულები

დღეს, 12 დეკემებრს “თანასწორობის ჯილდო” გადაეცა 9 ლგბტქ უფლებების აქტივისტებსა და მხარდამჭერს. თანასწორობის ჯილდოს მფლობელები შეარჩია სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც თანასწორობის მოძრაობისა, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის წევრები შედიოდნენ. ხოლო მეცხრე ჯილდო თანასწორობის მოძრაობამ გადასცა გამარჯვებულს. გამარჯვებულები არიან: ბარი საქსესი ბარი “საქსესი” ლგბტ ადამიანებისა და ზოგადად ქვიარ თემის მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე გახდა. დღეს და განსაკუთრებით წინა …

ახალი ამბები


ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის 2 პირს ჯარიმა შეუფარდეს

“თანასწორობის მოძრაობის” დახმარებით ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, გამართლდნენ, ხოლო ის პირები, რომლებიც მათ პროვოცირებას ცდილობდნენ ტრანსფობიური რეპლიკებით, დააჯარიმეს. 2019 წლის 5 ნოემბერს „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებს დაგვიკავშირდნენ  ტრანსგენდერი ქალები თ. ქ. და მ.კ. რომლებიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იქნენ მიცემული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარამდე ან/და პატიმრობას …

ახალი ამბები


ორ ქალს შორის სიყვარულის შესახებ ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება

თბილისში ქვიარ თემატიკაზე გადაღებული კიდევ ერთი ფილმის პრემიერა გაიმართება, რომელიც ორ ქალს შორის სიყვარულის ისტორიას შეეხება.  ფილმის “კომეტები” ჩვენება თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. კინოფესტივალზე ფილმის სამი ჩვენებაა დაგეგმილი. სამივე კინოჩვენების ყველა ბილეთი გაყიდულია. თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტები“ მსოფლიო პრემიერა კანადაში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ამავე ფესტივალის საკონკურსო სექციაში – „აღმოჩენები“ იქნება წარმოდგენილი. …

ახალი ამბები