აღმოაჩინეს ფირფიტა, რომელზეც კინტო გეი სიყვარულზე მღერის


კინტო, რენტგენის ფირფიტა, სიყვარული

მუსიკის მიმომხილველმა ლაშა გაბუნიამ იუთუბზე ატვირთა ჩანაწერი, რომელზეც, მისი თქმით, 1950-იან წლებში ჩაწერილია კინტოს სიმრერა, რომელიც გეი სიყვარულს უმღერის.

მუსიკის ტექსტის მიხეხდვით, მომღერალი ამბობს, რომ მუჰამედი და აბდული მას სიყვარულს ეფიცებიან. ერთმა შარფი დაჰპირდა, მეორე კი თავს იკლავს მისი გულისთვის, თუმცა არ იცის, როგორ გაუყოს თავისი გული ორივეს.

ლაშა გაბუანიას თქმით, რენტგენის ფირფიტები სსრკ-ში არსებობდა 1940 – 1960-იან წლებში, სანამ მაგნიტოფონები მასობრივად შემოვიდოდა.

რენტგენის ფირფიტებზე სიმღერები კუსტარულად იწერებოდა 78 ბრ/წთ-ში სიჩქარით. ეს სიმღერა აშკარად არალეგალურადაა ჩაწერილი, რადგან ეძღვნება კინტოებს შორის სიყვარულს, რაც სსრკ-ში კანონით იკრძალებოდა. სხვათა შორის, ცეკვა „კინტაური“ (ე.წ. „შალახო“) აკრძალული არ იყო, წერს ლაშა გაბუნია.

მოისმინეთ მუსიკა: