დღეს, 28 სექტემბერს 23:00 საათზე ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე “თანასწორობის მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს.
დაზარალებულია 4 ლგბტ აქტივისტი. თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე იმუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა და მოკლავდა.
“თანასწორობის მოძრაობის” თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ადგილზეა მისული და დეტალებს არკვევს.