ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე მასობრივ პროტესტს და სოლიდარობას ვუცხადებთ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახებს. მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აშკარად მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. საზოგადოების მიერ გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის არასათანადო გამოძიების პრობლემას …

ახალი ამბები


სამოქალაქო პლატფორმაში „არა-ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის ჰომოფობიურ განცხადებას

უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლის, კობა ლურსმანაშვილის მიერ ჰოფომობიური განცხადების გაკეთება, რომელიც უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა:  “მაგრამ, როგორც მოქალაქე,  მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი …

ახალი ამბები


განცხადება 17 მაისის აიდაჰო აქციასთან დაკავშირებით

მოგმართავთ ლგბტ თემის წევრებს, საქართველოს მოქალაქეებს და მათთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს საპატრიარქოს, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა და საქართველოში უკანონოდ მოქმედ ფაშისტურ დაჯგუფებებს. 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც ყოველწლიურად ვუერთდებით ლგბტ აქტივისტები, ჩვენი თანამოაზრეები, მეგობრები და საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც …

ახალი ამბები


ქვიარ აქტივისტს ჰომოფობიის და სიძულვილის ნიადაგზე ოთხმა ადამინმა სცემა

6 მაისს, გვიან ღამით, თავდაპირველად ქუჩაში, შემდგომ კი სახლში თავს დაესხნენ ქვიარ აქტივისტს. თავდამსხმელებმა რამდენჯერმე სცადეს დაზარალებულის სახლიდან გაყვანა და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებულმა გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმის შედგენის შემდეგ დაზარალებული გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას, თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, მოძალადეები კვლავ დაბრუნდნენ აქტივისტის სახლში, მეზობლები გააღვიძეს და ითხოვნენ ნაცემი ბიჭის გარეთ გამოყვანას. …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას

საქართველოს პარლამენტმა, ხალხის წარმომადგენლობითმა ორგანომ, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დამკვიდრებასა და მისი აღსრულების მონიტორინგის პროცესში. სწორედ  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მოქმედებს პარლამენტში სპეციალური კომიტეტი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, როგორც კანონპროექტების, ისე პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის პროცესში ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი …

ახალი ამბები


ჰომოფობიური მოტივით კახეთში გეი ბიჭს მეზობლები თავს დაესხნენ

„თანასწორობის მოძრაობას“ მიმართა გეი ბიჭმა, რომელმაც განაცხადა, რომ იმყოფებოდა კახეთის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ნაქირავებ სახლში მას ჰომოფობიური მოტივით, მეზობლები შეუვარდნენ. როგორც იგი აცხადებს, მეზობლებმა მას დაულეწეს სახლში არსებული ავეჯი და სცემეს, თუმცა ბიჭმა გაქცევა მოახერხა. მას სახლის დატოვება და დროებით მეგობართან გადასვლა  მოუწია. პოლიციაში მისულს, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები აიძულებდნენ, დაეწერა ახსნა-განმარტება, თითქოს მას მეზობლებთან პრეტენზია …

ახალი ამბები