ვიდეო
“ეს ისტორია მოხდა დასავლეთ საქართველოში ერთერთ სოფელში, სადაც ცხოვრობდა ოჯახი, რომელსაც 2 შვილი ჰყავდა. ერთერთ ბიჭზე სოფელში იფიქრეს, რომ იყო გეი. მას ღიად დასცინოდნენ, დაცინვა გადაიზარდა ღია აგრესიაში, მას აფურთხებდნენ უფროსი კაცები და მისი თანატოლებიც. ამის შემდეგ, მისი სახლიდან მარტო გამოსვლა უსაფრთხო არ იყო და ამიტომ დედა დაყვებოდა სახლიდან სკოლამდე, ასევე სკოლიდან სახლამდე. როდესაც მან …
“18 წლის გოგო ოჯახს ჰყავს შინაპატიმრობაში, დატყვევებული სახლში. ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, აუკრძალეს ინტერნეტთან ურთიერთობა. მოკლედ, გარესამყაროსთან შეხება ეკრძალება ამ გოგოს. სცემეს კიდეც რამდენჯერმე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ამ გოგოს შეყვარებული ასევე არის გოგო. სახლიდან ვერ მოდის, უწევს ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ცხოვრება, დაცინვა, აბუჩად აგდება, ასეთი ადამიანი არაა ცოტა, რომლებიც არიან სახლში და ვერ ახერხებენ …
“ბოლო წლების განმავლობაში, ყველა 17 მაისის წინა და შემდეგ პერიოდებში მატულობს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვი. ძირითადად ეს ეხება საჯარო სივრცეში მყოფი ადამიანების მიმართ ძალადობას. მაგალითისთვის, გავიხსენებ იმ შემთხვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. მაგალითად, 2013 წელს ერთერთ ტრანსგენდერ ქალს თბილისის ცენტრში თმაზე ცეცხლი წაუკიდეს. 2014 წელს თბილისის ცენტრალურ უბანში სუპერმარკეტ “სმარტთან” მოხდა ჯგუფური …
“უსახლკარობა ლგბტ იდენტობის მქონე ადამიანებისთვის ერთერთი დიდი პრობლემაა, რადგან, როგორც წესი, ისინი ადრეული ასაკიდანვე საკუთარი ოჯახიდანაც კი იდევნებიან. ერთია, რომ ქირის გადახდა ძალიან რთულია და მათი შემოსავლის დიდი ნაწილი ქირაში მიდის. მაგრამ არსებობს მეორე პრობლემაც, ხშირად გამქირავებელი უარს ამბობს ბინის გაქირავებაზე, ან გამოგონილი მიზეზით სთხოვს მათ, რომ ბინა დაცალონ. ტრანსგენდერი ქალების შემთხვევაში უსახლკარობის საკითხს, კიდევ …
“ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით. თუმცა, მანამდე, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა მკვლელი გაამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვიც კი, გამოიტანდა სავსებით სწორ დასკვნას პროკურორის დასაბუთებიდან გამომდინარე. მკვლელი ამტკიცებდა, რომ საბი მოკლა თავდაცვის მიზნით, მკვლელობამდე 30 წუთით ადრე ნაყიდი დანით და მიაყენა მას 9 ჭრილობა. …
“ჩვენ შორს ბევრად მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება. თუმცა, ჩემი განსხვავებულობა შენთვის მიუღებელია და მე ყოველდღე ვუმკლავდები შენს ზიზღნარევ მზერას. მე, რომელსაც შენთვის არაფერი დამიშავებია. რთულია იყო ჰომოსექსუალი. ეს არჩევანი არ არის, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა, არჩევანია, არ დავმალო საკუთარი თავი. მე გამიმართლა, ცხოვრება თავიდან დავიწყე. იმაზე მეტი ადამიანი შევიძინე, ვიდრე დავკარგე. ნიღბის გარეშე ცხოვრება …
“რომ შევაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა, ნაკლებად ჰომოფობიურია ქართული მედია, ვიდრე იყო შარშან, რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეს არ არის ის სასურველი რეალობა, რომელსაც უნდა ქმნიდეს მედია. ამის გააზრება არის ყველაზე მთავარი. თუ ამას იაზრებ, აღარც შენი რეპორტაჟი, შენი სტატია ან შენი გადაცემა, აღარ არის ყვითელი. აღარ მოგყავს ტრანსგენდერი ქალი გადაცემაში, მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ თქვას, რომ …
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.