“18 წლის გოგო ოჯახს ჰყავს შინაპატიმრობაში, დატყვევებული სახლში. ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, აუკრძალეს ინტერნეტთან ურთიერთობა. მოკლედ, გარესამყაროსთან შეხება ეკრძალება ამ გოგოს. სცემეს კიდეც რამდენჯერმე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ამ გოგოს შეყვარებული ასევე არის გოგო. სახლიდან ვერ მოდის, უწევს ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ცხოვრება, დაცინვა, აბუჩად აგდება, ასეთი ადამიანი არაა ცოტა, რომლებიც არიან სახლში და ვერ ახერხებენ გარესამყაროსთან ურთიერთობას. ჩვენ უნდა დავდგეთ ამ ხალხის გვერდით და უნდა მივახვედროთ ყველას, რომ ზუსტად შენნაირი ვერავინ ვერ იქნება. სიძულვილი ბადებს აგრესია, აგრესია ბადებს ძალადობას, ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”, – ზურა ჯავახია, მუსიკოსი.