“ბოლო წლების განმავლობაში, ყველა 17 მაისის წინა და შემდეგ პერიოდებში მატულობს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვი. ძირითადად ეს ეხება საჯარო სივრცეში მყოფი ადამიანების მიმართ ძალადობას. მაგალითისთვის, გავიხსენებ იმ შემთხვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. მაგალითად, 2013 წელს ერთერთ ტრანსგენდერ ქალს თბილისის ცენტრში თმაზე ცეცხლი წაუკიდეს. 2014 წელს თბილისის ცენტრალურ უბანში სუპერმარკეტ “სმარტთან” მოხდა ჯგუფური თავდასხმა 2 არასრულწლოვან ბავშვზე. 2015 წელს ერთერთ პატარა ქალაქში მცხოვრები მამაკაცი გადაურჩა ლინჩის წესით გასამართლებას. 2016 წელს ასევე თბილისის ცენტრალურ ნაწილში ავტობუსის გაჩერებაზე დაჭრეს 2 ტრანსგენდრი ქალი. ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებსაც ჰყავთ ოჯახის წევრები და ოჯახი, რომლებიც მათ ამბავს განიცდიან. ყოვლად წარმოუდგენელია, რანაირად შეიძლება იყოს დაცული ოჯახის სიწმინდე სხვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. სიძულვილი ბადებს აგრესია, აგრესია – ძალადობას. ნუ დადგები ძალადობის მხარეს”, – ირა სილანტევა, სამოქალაქო აქტივისტი.