“ნუ დადგები ძალადობის მხარეს”, გოჩა გაბოძე


“ჩვენ შორს ბევრად მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება. თუმცა, ჩემი განსხვავებულობა შენთვის მიუღებელია და მე ყოველდღე ვუმკლავდები შენს ზიზღნარევ მზერას. მე, რომელსაც შენთვის არაფერი დამიშავებია. რთულია იყო ჰომოსექსუალი. ეს არჩევანი არ არის, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა, არჩევანია, არ დავმალო საკუთარი თავი. მე გამიმართლა, ცხოვრება თავიდან დავიწყე. იმაზე მეტი ადამიანი შევიძინე, ვიდრე დავკარგე. ნიღბის გარეშე ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებაა, რომლისთვისაც მსხვერპლის გაღება ღირს, თუნდაც ეს მსხვერპლი დანარჩენი სამყაროს ზიზღი იყოს შენს მიმართ”, – გოჩა გაბოძე, სამოქალაქო აქტივისტი.