“ნუ დადგები ძალადობის მხარეს”, ნინია კაკაბაძე


“ეს ისტორია მოხდა დასავლეთ საქართველოში ერთერთ სოფელში, სადაც ცხოვრობდა ოჯახი, რომელსაც 2 შვილი ჰყავდა. ერთერთ ბიჭზე სოფელში იფიქრეს, რომ იყო გეი. მას ღიად დასცინოდნენ, დაცინვა გადაიზარდა ღია აგრესიაში, მას აფურთხებდნენ უფროსი კაცები და მისი თანატოლებიც. ამის შემდეგ, მისი სახლიდან მარტო გამოსვლა უსაფრთხო არ იყო და ამიტომ დედა დაყვებოდა სახლიდან სკოლამდე, ასევე სკოლიდან სახლამდე. როდესაც მან პოლიციას სთხოვა დახმარება, პოლიციამ უთხრა, რომ მთელ სოფელს ვერ დააპატიმრებდა. ვინაიდან მთელ სოფელში იყო აგრესია ამ ბიჭის მიმართ. რაღაც ხნის შემდეგ, ღამე, როდესაც მთელს ოჯახს ეძინა, მივიდნენ სოფლის მაცხოვრებლები და უზარმაზარი ქვები დაუშინეს სახლს. ყველა ფანჯარა იყო ჩატეხილი. ძალიან საშიში იყო, რომ რომელიმე მათგანი სახლიდან გამოსულიყო. აუცილებლად ჩაქოლავდნენ ქვებით. მათი სიცოცხლე დადგა უკვე საფრთხის წინაშე. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს უკანასკნელი ფაქტიც პოლიციამ რეაგირების გარეშე დატოვა. რაღაც ხნის შემდეგ მამა გულის შეტევით გარდაიცვალა. დედა კი იძულებული გახდა, რომ ორივე შვილთან ერთად ქალაქში გადასულიყო. დღეს ის ქალაქში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში და ვერ ბრუნდება სოფელში, საკუთარ სახლში. სიძულვილი შობს აგრესიას, აგრესია ძალადობას ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”, – ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი.