ტრანსგენდერი


ლიეტუვაში ტრანს ადამიანებს გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლა გაუმარტივდათ

ლიეტუვამ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ქირურგიული ოპერაციის გარეშე შეუძლიათ.  ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა ეველინა დობროვოლსკამ ბრძანების ხელმოწერისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლიეტუვისთვის, რათა  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 10 წლის წინანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა სტანდარტები.   200 წელს სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გაამტყუნა ლიეტუვა …

ახალი ამბები


შემოქმედება თანასწორობისთვის – პროექტის შეჯამება

“თანასწორობის მოძრაობამ” განახორციელა პროექტი “Making Art For Empowerement – შემოქმედება თანასწორობისთვის”, რომლის მიზანია გააძლიეროს ლგბტქი თემი და დაამსხვრიოს ქვიარ თემის მიმართ არსებული სტერეოტიპები ხელოვნების დახმარებით. პროექტი განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, გააძლიეროს ლგბტქი თემის წევრი და მხარდამჭერი ხელოვანები და შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ლგბტქი თემის მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების დამსხვრევასა და …

ახალი ამბები


გამოხმაურება თეა წულუკიანის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ 2021 წლის 30 მარტს, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის დილა” გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებას. ხელოვანების დაფინანსებაზე საუბრისას, გადაცემის წამყვანმა მაგალითად მოიყვანა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რაზეც თეა წულუკიანმა უპასუხა:”თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობა და საქართველოს მდგომარეობა “ილგა-ევროპის” ანგარიშში

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ილგა-ევროპა” გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში, სადაც მოხვდა “თანასწორობის მოძრაობისა” და პარტნიორი ორგანიზაციების განხორციელებული ღონისძიებები ლგბტქი უფლებების გასაუმჯობესებლად. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე გამოწვევები. “ილგა-ევროპის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმა ვერ ასახავდა ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს, ამისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ, რათა შეეგროვებინათ ფული მათთვის, ვისაც …

ახალი ამბები


პოლიცია ტრანს ქალის პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა

ტრანსგენდერ ქალს, რომლის ადმინისტრაციული წესით დაკავებას გამოძიება ითხოვდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა. 2019 წლის 20 დეკემბერს, ღამის საათებში, “თანასწორობის მოძრაობას” დაუკავშირდა ტრანსგენდერი ქალი თ. ქ., რომელმაც განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ ჰომოფობიური მოტივით, ხოლო პოლიციის გამოძახების შემდეგ მას პოლიციასთან შეექმნა პრობლემა. თ.ქ. დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი …

ახალი ამბები


ტრანს ქალის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს

პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი …

ახალი ამბები