ემჯეი როდრიგესი პირველი ტრანსგენდერი მსახიობია, რომელმაც ოქროს გლობუსი მოიპოვა. მსახიობი დააჯილდოვეს სატელევიზიო შოუში Pose მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
როდრიგესი სერიალში ასრულებს ბლანკას, დედისა და ექთნის, როლს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ჯილდოა, რომელიც სატელევიზიო შოუმ მიიღო. მისი პრემიერა 2018 წელს გაიმართა.
სატელევიზიო შოუს Pose აქებენ იმის გამო, რომ ბევრი ტრანსგენდერ მსახიობს მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. დაჯილდოებების მიმართ კი ისმოდა კრიტიკაა, რომ სერიალს და, ზოგადად, ტრანსგენდერ მსახიობებს, მათი მხრიდან აკლდათ აღიარება.
“მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ეს კარი გაიღო ასევე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი პიროვნებისთვის. ისინი დაინახავენ, რომ უფრო მეტია შესაძლებელი. ამას დაინახავენ ახალგაზრდა აფრო-ლათინოსები ნიუარკიდან, ნიუჯერსიდან, ვინც ოცნებობენ სხვების შეხედულებები სიყვარულით შეცვალონ. სიყვარული იმარჯვებს. ჩემს ახალგაზრდა ლგბტქაი პატარებს მივმართავ, რომ ჩვენ აქ ვართ. კარი ღიაა, რომ მივწვდეთ ვარსკვლავებს”, – დაწერა როდრიგესმა ინსტაგრამზე.
წყარო: www.nbcnews.com