პოლიცია ტრანს ქალის პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა


ტრანსგენდერ ქალს, რომლის ადმინისტრაციული წესით დაკავებას გამოძიება ითხოვდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა.

2019 წლის 20 დეკემბერს, ღამის საათებში, “თანასწორობის მოძრაობას” დაუკავშირდა ტრანსგენდერი ქალი თ. ქ., რომელმაც განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ ჰომოფობიური მოტივით, ხოლო პოლიციის გამოძახების შემდეგ მას პოლიციასთან შეექმნა პრობლემა.

თ.ქ. დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას.

სამართალდამცავი ორგანო სასმართლო პროცესზე ითხოვდა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას, თუმცა იურისტების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე  და სასამართლო განხილვების შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ქ.-ს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა, რადგან არ დადასტურდა დაუმორჩილებლობის ფაქტი.