ლიეტუვამ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ქირურგიული ოპერაციის გარეშე შეუძლიათ.
ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა ეველინა დობროვოლსკამ ბრძანების ხელმოწერისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლიეტუვისთვის, რათა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 10 წლის წინანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა სტანდარტები.
200 წელს სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გაამტყუნა ლიეტუვა იმის გამო, რომ მას არ გააჩნია გენდერის სამართლებრივი აღიარების რეგულაცია.
ამის შემდეგ ტრანსგენდერ ადამიანებს აღარ მოსთხოვენ, რომ წარადგინონ გენდერის დადასტურების სამედიცინო ცნობა, თუმცა მაინც მაინც მოეთხოვებათ ლიეტუვის ან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულების გაცემული ცნობა “ტრანსგენდერიზმის დიაგნოზის” შესახებ.
თითოეული შემთხვევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო მიიღებს. ბრძანება ძალაში 2022 წლის 2 თებერვლიდან შევა.
წყარო: www.lrt.lt