WE ARE WHO WE ARE


 

We are who we are ნათელა და მირა გრიგალაშვილების ფოტო პროექტია, რომელიც ტრანსგენდერი ქალების პირად ამბებს მოგვითხრობს. ესაა მცდელობა, ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს ამ ადამიანთა სიხარული, მწუხარება, შიში, იმედები – ყველაფერი ის, რაც ხშირად, სტერეოტიპებისა და მცდარი შეხედულებების წყალობით, იგნორირებული და უგულებელყოფილია. საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლა საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გენდერული იდენტობისა და ორიენტაციის გამჟღავნება, როგორც ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, ასევე, ზოგადად ლგბტ თემის სხვა წარმომადგენელთათვისაც, ხშირად მარტოობას, ოჯახისგან გარიყვას, საზოგადოებისგან მუდმივ ძალადობასა და დისკრიმინაციას ნიშნავს. გარდა მუდმივი ეკონომიკური პრობლემებისა, გენდერული იდენტობა მარგინალიზაციის მუდმივ საფუძველს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თემსა და საზოგადოებას შორის არსებულ უფსკრულს, რის პარალელურადაც, სისტემის მიერ უგულვებელყოფა და ხშირად ბარიერების შექმნა ტრანს* თემს კიდევ უფრო ჩაკეტილს და იზოლირებულს ხდის. პროექტი წარმოადგენს ტრანს* თემის ისტორიების მოყოლის მცდელობას ფოტოსა და ტექსტის საშუალებით.