გეი


ვილნიუსის მერია და პოლიცია ცისარტყელა გადასასვლელის გამო სასამართლოში დავობენ

ვილნიუსის მერიასა  და პოლიციას შორის სასამართლოში დავა მიმდინარეობს იმის თაობაზე, დარჩება თუ არა ცისარტყელის ფერებში შეღებილი ქვეითთა გადასასვლელი, რომელიც ლგბტქ თემის მხარდასაჭერადაა შექმნილი.  ქალაქის მუნიციპალიტეტს სურს, რომ შეინარჩუნოს ლგბტქ თემის მხარდამჭერის ნამუშევარი, თუმცა პოლიცია ამტკიცებს, რომ ეს საგზაო მოძრაობის წესებს ეწინააღმდეგება.  ქვეითთა გადასასვლელი პილიმოს ქუჩაზე 2018 წელს შეიქმნა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, გადასასვლელი …

ახალი ამბები


დოკუმენტური ფილმი ქართული საკლუბო სივრცისა და ლგბტქ თემის შესახებ ‘იუთუბზე’ ხელმისაწვდომია

Midnight Frontier დოკუმენტური ფილმი, რომელიც ლგბტქი+ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში საკლუბო სცენის მნიშვნელობასა და როლზე მოგვითხრობს, უფასოდ არის ხელმისაწვდომი.  2019 წელს გადაღებული 19 წუთიანი ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდუსერია პიტერ ვან ლანგენი, ასახავს  იმას, თუ როგორ გადაიქცა ჰორუმი/ბასიანი უსაფრთხო სივრცედ ჰომოფობიურ საზოგადოებაში მცხოვრები ლგბტქი+ ადამიანებისათვის.  ჰომოფობიური განწყობები და ძალადობა მთავარი წინაღობაა თბილისის საკლუბო მუსიკისთვის. 2013 წელს ლგბტქი+ აქტივისტები …

ახალი ამბები


გამოხმაურება თეა წულუკიანის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ 2021 წლის 30 მარტს, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის დილა” გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებას. ხელოვანების დაფინანსებაზე საუბრისას, გადაცემის წამყვანმა მაგალითად მოიყვანა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რაზეც თეა წულუკიანმა უპასუხა:”თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, …

ახალი ამბები


„თანასწორობის მოძრაობის“ ინიციატივით პოლიციელების მორიგი ტრეინინგი ჩატარდა

2020 წლის 29 სექტემბერს „თანასწორობის მოძრაობისა“ და საქართველოს შინაგან სამინისტროს ადამიანის უფლებებისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თანამშრომლობით  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და გამოძიების სტანდარტების თემაზე ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო თბილისის პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის 15-მა თანამშრომელმა. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და მასთან დაკავშირებული კონცეფციები; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება; სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით …

ახალი ამბები


ყველაფერი “პოპერსის” შესახებ

ალკილის ნიტრიტი, ცნობილი როგორც “პოპერსი”, დიდი პოპულარობით სარგებლობს  ლგბტქ თემში.  ძველად ალკილის ნიტრიტები მედიცინაში გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, დღესდღეობით კი მას ძირითადად ციანიდით მოწამვლის დროს იყენებენ. ასევე ხშირად გამოიყენება, ექიმის დანიშნულებით მამაკაცებში ორგაზმის დროის გასახანგრძლივებლად. 70-იანი წლებიდან დღემდე ის სარეკრეაციო დანიშნულებით გამოიყენება  გეი მამაკაცებში. სინთეზის კლასიკურ მეთოდს  მეიერის რეაქცია ეწოდება. გარდა სარეკრეაციო დანიშნულებისა, “პოპერსი” აქტიურად …

ახალი ამბები


“შენნაირმა “პიდარასტმა” როგორ უნდა მასწავლოს ჭკუა” – გამოძიებამ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა

საქმეში, რომელსაც “თანასწორობის მოძრაობა” აწარმოებდა ლგბტქ თემის წევრის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თაობაზე, არც გამოძიებამ და არც სასამართლომ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა. 2019 წლის 15 იანვარს მოგვმართა თემის წევრმა გ.ზ-მ, რომელიც აცხადებდა, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, იმ დროს როდესაც იგი თავისი ველოსიპედით მოძრაობდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ.ზ-ს განცხადებით, მოძრაობისას …

ახალი ამბები