დოკუმენტური ფილმი ქართული საკლუბო სივრცისა და ლგბტქ თემის შესახებ ‘იუთუბზე’ ხელმისაწვდომია


Midnight Frontier დოკუმენტური ფილმი, რომელიც ლგბტქი+ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში საკლუბო სცენის მნიშვნელობასა და როლზე მოგვითხრობს, უფასოდ არის ხელმისაწვდომი. 

2019 წელს გადაღებული 19 წუთიანი ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდუსერია პიტერ ვან ლანგენი, ასახავს  იმას, თუ როგორ გადაიქცა ჰორუმი/ბასიანი უსაფრთხო სივრცედ ჰომოფობიურ საზოგადოებაში მცხოვრები ლგბტქი+ ადამიანებისათვის. 

ჰომოფობიური განწყობები და ძალადობა მთავარი წინაღობაა თბილისის საკლუბო მუსიკისთვის. 2013 წელს ლგბტქი+ აქტივისტები ჰომოფობიური აქციის ათასობით  მონაწილის მხრიდან თავდასხმის სამიზნეები გახდნენ. 

2018 წელს პოლიცია ბასიანსა და კაფე გალერიში შეიჭრა. რეიდი მოინათლა, როგორც მემარჯვენე ძალების კამპანია კლუბის წინააღმდეგ. 2019 წელს კონსერვატიულად განწყობილმა ძალებმა ასევე  მიიტანეს იერიში “თბილისის პრაიდის” ოფისზე.

იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი საქართველოში მცხოვრები ლგბტქი+ თემის შესახებ კლუბური კულტურის კონტექსტში უყურეთ ფილმს “იუთუბზე”.

წყარო: ra.co