საშობაო რეკლამები ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ისინი მცირე ფილმებივითაა, რომლებიც სადღესასწაულო ამბავს მოგვითხრობს. თუმცა, ერთი ნორვეგიული რეკლამა, სადაც სანტა კლაუსი შობის ღამეს სახლში მომლოდინე მამაკაცს ჰკოცნის, მოულოდნელ ჰიტად იქცა.
4 წუთიან ფილმში, “ჰარი ხვდება სანტას”, ნორვეგიის ფოსტის სერვისმა პოსტენმა (სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ) გადაიღო, ჩანს, რომ კაცი სწერს სანტას წერილს, ჩრდილოეთის პოლუსისკენ გზავნილით: “ყველაფერი რაც საშობაოდ მინდა, შენ ხარ.” მას სურვილი უსრულდება.
“გვსურდა, რომ აღგვენიშნა, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობების აკრძალვის გაუქმების 50 წლის იუბილე, თუმცა თუ ასეთი დიდ რეზონანსს გამოიწვევდა, არ ველოდით”, – ამბობს მონიკა სოლბერგი. პოსტენის მარკეტინგის დირექტორი.
ფილმი ონლაინ სივრცეში 2 მილიონჯერ ნახეს. აღფრთოვანების გარდა რეკლამას შეხვდა კრიტიკა, რომ იგი სანტას სექსუალიზებას ეწევა, ან კიდევ, რომ სანტა ატყუებს ქალბატონ კლაუსს. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში საშობაო გეი რომანი კონტროვერსულია. თუმცა, სკანდინავიის ქვეყნებში, დადებითად მიიღეს, რამდენადაც დამოკიდებულება ლგბტ საკითხების მიმართ პროგრესულია.
ნორვეგიაში ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის დეკრიმინალიზება 1972 წელს მოხდა. ხოლო, 21 წლის შემდეგ ერთი და იმავე სქესის წყვილებს ნორვეგიაში სამოქალაქო პარტნიორობის უფლება მიეცათ. თუმცა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ნორვეგიაში.
წყარო: www.bbc.com