“თანასწორობის მოძრაობა გთავაზობთ ჯონ დ’ემილიოს ტექსტს “კაპიტალიზმი და გეი-იდენტობა. თარგმანი ნინა სურამელაშვილისა.
ჯონ დ’ემილიო ამერიკელი ისტორიკოსია და მისი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატების გეი და ლესბოსური ისტორიაა. წინამდებარე ესსეში ის განმარტავს, რომ მეცხრამეტე საუკუნემდე გეი და ლესბოსელი ხალხი ისტორიაში უჩინრად რჩებოდა – შეერთებულ შტატებში, მაგალითად, ლესბოსური და გეი იდენტობა და სუბკულტურა არ არსებობდა. ჩვენი გამოჩენა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში, კაპიტალიზმის განვითარებამ გახადა შესაძლებელი. კაპიტალიზმს ანაზღაურებაზე დაფუძნებული შრომის სისტემა უფრო სჭირდებოდა, ვიდრე მონობაზე ან დიდ ოჯახობებზე, რომლებიც საკუთარ თავს ინახავდნენ. შრომის ანაზღაურებამ ადამიანებს შედარებითი ავტონომია მიანიჭა, რომელიც ლესბოსური და გეი ცხოვრებისთვის აუცილებელი მატერიალური პირობა იყო. დ’ემილიო ასკვნის, რომ ჩვენი დროის ჯანსაღი ლესბოსური/გეი პოლიტიკა ჩვენივე წარსულის მხოლოდ ასეთ დემისტიფიცირებულ ხედვას უნდა ეყრდნობოდეს და იმედი აქვს, რომ მისი ეს ესსე, ისევე როგორც სხვა ნამუშევრები, ამ მოსაზრების გამყარებას შეუწყობს ხელს. ჯონ დ’ემილიო ჩრდილოეთ კაროლინის (გრინსბორო) უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და შემდეგი ნაშრომების ავტორია: სექსის პოლიტიკა და თემები: ჰომოსექსუალური უმცირესობების შექმნა (1983), პრობლემების შექმნა: ესსეები გეი ისტორიაზე, პოლიტიკასა და უნივერსიტეტზე (1993).
დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: კაპიტალიზმი და გეი იდენტობა