2020 წლის 29 სექტემბერს „თანასწორობის მოძრაობისა“ და საქართველოს შინაგან სამინისტროს ადამიანის უფლებებისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თანამშრომლობით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და გამოძიების სტანდარტების თემაზე ტრეინინგი ჩატარდა.
ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო თბილისის პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის 15-მა თანამშრომელმა.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა:
- სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და მასთან დაკავშირებული კონცეფციები;
- სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება;
- სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ქართული კანონმდებლობის მიმოხილვა;
- სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები/ვალდებულებები;
- შეუწყნარებლობის მოტივის გამოსაკვეთად გასათვალისწინებელი გარემოებები;
- გამომძიებლის დაზარალებულთან/მოწმესთან ურთიერთობის სტანდარტები;
- სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენცია.
პროექტი განხორციელდა „ღია საზოგადოების ფონდის“(OSF) ფინანსური მხარდაჭერით.