ალკილის ნიტრიტი, ცნობილი როგორც “პოპერსი”, დიდი პოპულარობით სარგებლობს ლგბტქ თემში. ძველად ალკილის ნიტრიტები მედიცინაში გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, დღესდღეობით კი მას ძირითადად ციანიდით მოწამვლის დროს იყენებენ. ასევე ხშირად გამოიყენება, ექიმის დანიშნულებით მამაკაცებში ორგაზმის დროის გასახანგრძლივებლად. 70-იანი წლებიდან დღემდე ის სარეკრეაციო დანიშნულებით გამოიყენება გეი მამაკაცებში. სინთეზის კლასიკურ მეთოდს მეიერის რეაქცია ეწოდება. გარდა სარეკრეაციო დანიშნულებისა, “პოპერსი” აქტიურად გამოიყენება გეი მამაკაცებში ანალური სექსის დროს, ვინაიდან ის ადუნებს ჩამკეტ კუნთებს(სპინქტერს). შედეგად ანალური სექსი მეტად მოსახერხებელი და სასიამოვნო ხდება.
რამდენად უსაფრთხოა “პოპერსის” გამოყენება?
მიუხედავად იმისა, რომ ალკილის ნიტრიტი სამედიცინო დანიშნულებით ხშირად გამოიყენება, მისი რეგულარული მოხმარება, ისევე როგორც სქესობრივი შეგრძნებების ასამაღლებელი სხვა სახის ნივთიერებების (ვიაგრა, კამაგრა და ა.შ.) გამოყენება, იწვევს გარკვეულ გვერდით ეფექტებს მძიმე და მსუბუქი ფორმებით.
მისი ხშირი რაოდენობით გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მოუტანოს თქვენს ჯანმრთელობას.
“პოპერსს” ახასიათებს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომლებიც ზოგჯერ ფატალურადაც კი სრულდება. კერძოდ, მისმა ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, ძალზედ დაბალი წნევის შემთხვევაში კი ცნობიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, სკოთომა (მხედველობის ველის კუნძულოვანი დეფექტი) და მეტჰემოგლობინემია – (ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარის დაკარგვა) .
“პოპერსის” სერიოზული გვერდითი ეფექტი ვლინდება ასევე ტვინისა ან თვალის სერიოზული დაზიანებით. კერძოდ: თვალის ბადურის დაზიანებით, მხედველობის დროებითი ან ხანგრძლივი დაკარგვით, ცენტრალური მხედველობის დაქვეითებით, მეხსიერების დაქვეითებით და ა.შ. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ “პოპერსმა” ცოცხალი ორგანიზმების ტვინზე სერიოზული გავლენა იქონია. დაუქვეითა მეხსიერება და მხედველობა. ზემოაღნიშნულის გარდა, “პოპერსი” მიიჩნევა სარისკო სქესობრივი ქცევების (დაუცველი კონტაქტების) ერთერთ მიზეზად.
მეცნიერების ვარაუდს, “პოპერსის” გამოყენებისა და მომატებული სარისკო ქცევის შესახებ, ამყარებს 2017 წელს ჩატარებული კვლევა აივ უარყოფით მსმ (მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) მამაკაცებში, რომელმაც აჩვენა, რომ ნიტრიტების გამოყენება მსმ მამაკაცებში ზრდის სიმსივნური დაავადებებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკს.
“პოპერსის” პოპულარობას მსმ მამაკაცებში 2010 წელს ამერიკაში ჩატარებული კვლევაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც 2002-დან 2007 წლამდე “პოპერსის” გამოყენების მაჩვენებელი არ შემცირებულა, იმ ფონზე, როცა მკვეთრად იკლო სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების გამოყენებამ, როგორებიცაა კეტამინი და ექსტაზი. ამავეს ამტკიცებს საფრანგეთში ჩატარებული კვლევაც, რომელმაც ცხადჰყო, რომ “პოპერსის” მოხმარება 2000-2010 წლებში ისეთივე პოპულარული იყო თინეიჯერებში, როგორც მოზრდილებში.
“პოპერსის” გამოყენება სქესობრივი ცხოვრების მასტიმულირებელ სხვა საშუალებებთან ერთად, ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მისი სასმელთან ერთად გამოყენება ამძაფრებს თავბრუსხვევისა და გულისრების შეგრძნებას, ზრდის სექსუალურ სარისკო ქცევებს, შესაბამისად ზრდის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკებს.
“პოპერსის” გამოყენებისას მუდმივად გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:
- “პოპერსის” შეთავაზებისას, ყოველთვის ჰკითხე პარტნიორს, ხომ არ აქვს ზემოაღნიშნული პრობლემები;
- არ დალიოთ;
- ნუ გამოიყენებთ გადაადგილებისას, ვინაიდან მოძრაობა ზრდის მისი შეფრქვევის რისკებს;
- მოარიდეთ თვალებს, ცხვირს და პირს;
- მოარიდეთ კანთან უშუალო შეხებას;
- ყოველთვის გამოიყენე კონდომი, PrEP და სხვა პრევენციული საშუალებები “პოპერსის” მოქმედების ქვეშ დამყარებული სქესობრივი კავშირის დროს;
- მოარიდეთ ბავშვებს;
- შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას (უმჯობესია მაცივარში);
მიუხედავად იმისა, რომ “პოპერსს” ჩვენს გარშემო ბევრი მოიხმარს, უმჯობესია თუკი უარს ვიტყვით მის გამოყენებაზე, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გვერდითი ეფექტები. არ გამოიყენო “პოპერსი” თუკი გაქვს გულთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე თუ გაქვს გლაუკომა და თვალის სხვა დაავადებები!