ანგარიში


„თანასწორობის მოძრაობამ“ და ECOM-მა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს

„თანასწორობის მოძრაობამ“ და მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულმა კოალიციამ (ECOM) გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს. ანგარიში მოიცავს საქართველოში სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ლგბტ+ ადამიანების მიერ სხვადასხვა უფლების განხორციელებასა და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: თანასწორობის უფლება; შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება; ჯანმრთელობის უფლება; ოჯახისა …

დოკუმენტები


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ UPR-ის ფარგლებში კოალიციური ანგარიში წარადგინეს

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა- თანასწორობის მოძრაობამ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG), საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა-თანადგომამ და ასოციაცია ჰერა XXI-მა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ გაეროს უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის UPR-ის მესამე ციკლის ფარგლებში ანგარიში წარადგინეს. ანგარიში აფასებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით 2015 წლიდან დღემდე საქართველოს …

დოკუმენტები


ლგბტქ ადამიანების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – ომბუდსმენის ანგარიში

დღეს, 2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა “საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ” 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ლგბტქ ადამიანების მდგომარეობა საქართველოში არ გაუმჯობესებულა. გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ლგბტქ თემის უფლებების შესახებაა საუბარი. ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობასა და დისკრიმინაციას. ამასთან, საზოგადოების …

ახალი ამბები


საქმიანობის წლიური ანგარიში – 2019

2019 წლის განმავლობაში „თანასწორობის მოძრაობა“ აქტიურად მუშაობდა ლგბტქ თემის გაძლიერებისთვის. წარმოგიდგენთ, მოკლედ, ჩვენ მიერ გაწეულ შრომასა და გამართულ აქტივობებს, რომელიც 2019 წლის განმავლობაში განვახორციელეთ. 2019 წელს ჩვენი მიზნები იყო: ლგბტქ თემის წარმომადგენელთათვის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ლგბტქ თემის მობილიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა; ლგბტქ თემის წარმომადგენლების გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის სანახავად, …

დოკუმენტები


2019 წლის ეროვნული ანგარიში გეი კაცების, სხვა მსმ-ებისა და ტრანს* ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ

უკანასკნელ წლებში კანონმდებლობაში გადადგმული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევები, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები და დოკუმენტირებული შემთხვევები ამტკიცებს, რომ ჰომო- და ტრანს*ფობიური დისკრიმინაცია, აგრეთვე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრაქტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი აჩვენებს, რომ გეი კაცებს, სხვა მსმ-ებსა და ტრანს* ადამიანებს სხვათა თანასწორად არ შეუძლიათ საერთაშორისო …

დოკუმენტები


აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) მკურნალობის სერვისებში ჩართული მსმ და ტრანს ადამიანების კმაყოფილებისა და საჭიროებების კვლევა საქართველოში

კვლევა შეეხება საქართველოში აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობის პროგრამებში ჩართული მსმ და ტრანს ადამიანების კმაყოფილებისა და საჭიროებების შესწავლას. თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოვიკვლიეთ აივ/შიდსის და სგგი-ს მკურნალობის პროცესი, არსებული ბარიერები და მომსახურების ხარვეზები. კერძოდ, რამდენად ახერხებენ ადამიანები არსებული სერვისებით სარგებლობას, აქვთ თუ არა ამომწურავი ინფორმაცია სერვისების შესახებ, რამდენად მორგებულია მკურნალობის პროცესი მათ საჭიროებებს, როგორია ექიმებისა და სხვა მედპერსონალის დამოკიდებულება პაციენტების მიმართ …

დოკუმენტები


2018 წლის ეროვნული ანგარიში გეი კაცების, სხვა MSM-ებისა და ტრანს ადამიანების უფლებების (განსაკუთრებით, ჯანმრთელობის უფლების) დარღვევის შესახებ

მოცემული ანგარიში აღწერს გეი კაცების, სხვა MSM-ებისა და ტრანს ადამიანების უფლებებთან მიმართებაში – განსაკუთრებით, ჯანმრთელობის უფლებასთან – არსებულ სიტუაციას, აგრეთვე მოიცავს კანონმდებლობის მოკლე ანალიზს, ინფორმაციას ლგბტ ადამიანების ადამიანის უფლებების დარღვევის დოკუმენტირებულ შემთხვევებზე, დასკვნას და რეკომენდაციებს. კვლევის PDF ვერსიის ჩამოსაწერად დააკლიკეთ 👇 2018 წლის ეროვნული ანგარიში გეი კაცების, სხვა MSM-ებისა და ტრანს ადამიანების უფლებების (განსაკუთრებით, ჯანმ… by …

დოკუმენტები


აივ კასკადი მსმ და ტრანს ჯგუფში 2018 – ანგარიში

აღნიშნული ანგარიში შემუშავებული იქნა მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიული კოალიციის (ECOM) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით GFATM-ის პროგრამის „ჯანმრთელობის უფლების” ფარგლებში. დოკუმენტის მიზანია წარმოადგინოს აივ სერვისების კასკადი MSM და ტრანს* პირებისთვის, აჩვენოს ის ბარიერები და სირთულეები, რაც წარმოიშობა მათი ჩართვისთვის აივ დიაგნოსტიკის, მკურნალობისა თუ მოვლის სხვადასხვა სტადიაზე. ანგარიშში ასევე განხილულია ზოგადი აივ მდგომარეობა ქვეყანაში, MSM-ებზე ორიენტრირებული პრევენციული სერვისები …

დოკუმენტები


ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაცია გამოწვევად რჩება – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში ერთერთ გამოწვევად რჩება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებები ხშირად ხდება ლგბტქი თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციის საფუძველი. ამ დამოკიდებულებების გამოხატულებაა 2018 წლის 28 სექტემბერს თანასწორობის მოძრაობის ოფისის მიმდებარედ ჩვენს თანამშრომლებსა და ოფისის სტუმრებზე თავდასხმა, რაც ასახულია ანგარიშში. სახალხო დამცველის ინფორმაციით, …

ახალი ამბები