„თანასწორობის მოძრაობამ“ და ECOM-მა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს


წყარო: www.alynware.kiwi/blog

„თანასწორობის მოძრაობამ“ და მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულმა კოალიციამ (ECOM) გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს. ანგარიში მოიცავს საქართველოში სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ლგბტ+ ადამიანების მიერ სხვადასხვა უფლების განხორციელებასა და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს.

ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • თანასწორობის უფლება;
  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • ჯანმრთელობის უფლება;
  • ოჯახისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა/განათლება.

2020 წლის ოქტომბერში, გაეროს 130-ე სესიის ფარგლებში განიხილება საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ სამოქალაქო პაქტისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

ანგარიში იხილეთ ბმულზე