აივ კასკადი მსმ და ტრანს ჯგუფში 2018 – ანგარიში


აღნიშნული ანგარიში შემუშავებული იქნა მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიული კოალიციის (ECOM) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით GFATM-ის პროგრამის „ჯანმრთელობის უფლების” ფარგლებში.

დოკუმენტის მიზანია წარმოადგინოს აივ სერვისების კასკადი MSM და ტრანს* პირებისთვის, აჩვენოს ის ბარიერები და სირთულეები, რაც წარმოიშობა მათი ჩართვისთვის აივ დიაგნოსტიკის, მკურნალობისა თუ მოვლის სხვადასხვა სტადიაზე.

ანგარიშში ასევე განხილულია ზოგადი აივ მდგომარეობა ქვეყანაში, MSM-ებზე ორიენტრირებული პრევენციული სერვისები და მათი მიწოდება. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არ არსებობს მონაცემები ტრანს* პირების შესახებ და ასევე არ არის მათ საჭიროებებზე მორგებული აივ სერვისები.

მაშასადამე ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რაც ასახულია ამ ანგარიშში, შეეხება მხოლოდ MSM- პირებს.

კვლევის PDF ვერსიის გასაცნობად გადადით ბმულზე 👇

რეკომენდაციები მოკლედ: 

იმისათვის რომ გავაძლიეროთ ორგანიზაციების მუშაობა აივ პრევენციისთვის MSM-ებს
შორის, რეკომენდებულია:

  • გაძლიერდეს აგიტაცია, ტესტირება და კონსულტაციის შესაძლებლობა ადგილობრივ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ამ ეტაპზე ჩართულები არიან GFATM პროგრამის იმპლემენტაციაში
  • ადგილობრივი ორგანიზაციების მართვისა და დაფინანსების შესაძლებლობების გაძლიერება MSM პირებს შორის აივ პრევენციის მიზნით
  • სათემო ორგანიზაციების მიერ აივ პრევენციული სერვისების გეოგრაფიული ექსპანსიის საჭიროების შეფასება და ორგანიზაციების გავრცელება საქართველოს შერჩევით რეგიონებში.

აივ კასკადის მსმ (კაცი რომელსაც სექსი აქვს კაცთან) და ტრანს ჯგუფში 2018 by Equality Movement თანასწორობის მოძრაობა on Scribd