ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა- თანასწორობის მოძრაობამ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG), საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა-თანადგომამ და ასოციაცია ჰერა XXI-მა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ გაეროს უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის UPR-ის მესამე ციკლის ფარგლებში ანგარიში წარადგინეს.
ანგარიში აფასებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით 2015 წლიდან დღემდე საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს. ანგარიშში წარმოდგენილია შემდეგი საკითხები:
- სექსუალური ჯანმრთელობა და უფლებები
– სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ლგბტქი პირთა მიმართ
– ლგბტქი პირთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება
– ტრანს* ადამიანთა უფლებები
– ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება CSE) - რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
– უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა
– ოჯახის დაგეგმვის სერვისები
– სტიგმა და დისკრიმინაცია აივ/შიდსთან დაკავშირებით
კოალიციური ანგარიში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კოორდინირებით, „სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის“ (RFSU) მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტის შინაარსი მხოლოდ კოალიციის პასუხისმგებლობაა და არც ერთ შემთხვევაში არ ასახავს „სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის“ (RFSU) პოზიციასა და შეხედულებებს.
დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.