ახალი ამბები


ინექციური პრეპი აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა

20 დეკემბერს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა პრეპ პროგრამის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც აივ ინფექციის გავრცელების პრევენცია უფრო ეფექტური გახდება.  ახალი მეთოდი, აპრეტუდი [Apretude] (კაბოტეგრავირის გახანგრძლივებული გამოშვების საინექციო სუსპენზია) გულისხმობს, ყოველდღიურ რეჟიმში აბების ნაცვლად ორ თვეში ერთხელ ინექციის მიღებას. აპრეტუდი განკუთვნილია იმ მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის, ვინც იწონის სულ მცირე 35 კილოგრამს. აპრეტუდი მიიღება პირველად ორი …

ახალი ამბები


სტრასბურგმა 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ევროკონვენციის დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის დარბევის საქმეზე დაადგინა, რომ მთავრობამ ვერ დაიცვა ლგბტ აქტივისტები მათ მიმართ განხორციელებული ძალადობისგან და ვერ უზრუნველჰყო ადეკვატური გამოძიება.  ევროპულ სასამართლოს მიმართა საქართველოს 35-მა მოქალაქემ და ორმა ორგანიზაციამ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” და” იდენტობამ”.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-11 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) …

ახალი ამბები


კონსერვატიული პოლიტიკის გავლენა ლგბტ ადამიანების დეპრესიაზე – პოლონეთის მაგალითი

2017-2020 წლებში პოლონელ ლგბტ ადამიანებს შორის გაიზარდა დეპრესიის შემთხვევები, რასაც აქტივისტები კონსერვატიული მთავრობის პირობებში ჰომოფობიისა და მიუღებლობის ზრდას უკავშირებენ.  ლგბტ ადამიანების უფლებები პოლარიზაციის მიზეზი გახდა პოლონეთში. რელიგიური კონსერვატიზმის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ლგბტ უფლებების დაცვა დაანგრევს ოჯახის ტრადიციულ ცნებას, შედარებით ლიბერალურად განწყობილი მოქალაქეები კი მიიჩნევენ, რომ ლგბტ თემის მიმართ თანასწორი მოპყრობა აუცილებელია.  გამოკითხული ლგბტ ადამიანების 44% …

ახალი ამბები


კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გაუმართლებლად მიაჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას. მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად და შერჩევის წინა შემთხვევები აჩვენებს, რომ კანდიდატები არ ფასდებიან მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მიხედვით. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანდიდატთა წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. 2021 წლის 22 ნოემბერს …

ახალი ამბები


პუტინის ხელისუფლებამ რუსეთის ყველაზე დიდი ლგბტ ორგანიზაცია “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადა

8 ნოემბერს რუსეთის მთავრობამ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვისთვის მომუშავე ორგანიზაცია “უცხოეთის აგენტად” (foreign agent) გამოაცხადა. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან წარმოებული ეს პროცესი მედიასაშუალებებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ წარმოებული მასშტაბური კამპანიის ნაწილია.  რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ამგვარი სტატუსი მიანიჭა რამდენიმე ადვოკატს, ვინც რუსეთის ოპოზიციურ პარტიებთან არიან დაახლოებული. მანამდე კი რუსეთის ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტის სტატუსი მიანიჭა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. ორგანიზაცია “რუსეთის …

ახალი ამბები


ინსტალაციის “შეაგროვე ჩემი სხეული” პრეზენტაცია გაიმართა [ვიდეო]

3 ნოემბერს 19:00 საათზე გაიმართა ინსტალაციის “შეაგროვე ჩემი სხეული” პრეზენტაცია, რომელიც ხელოვნებაში ქვიარ ქალების გამოცდილებების წარმოჩენას ისახავს მიზნად.  “შეაგროვე ჩემი სხეული” წარმოადგენს სათამაშო აპარატს, რომელშიც თავმოყრილია ქალის სხეულის ნაწილები ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ისტორიებით. გამვლელებს შეუძლიათ, რომ სათამაშო აპარატიდან მოიპოვონ სხეულის რომელიმე ნაწილი, უფრო ზუსტად, ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული ისტორია. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ …

ახალი ამბები


კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არსებულ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევას გაუმართლებლად მიიჩნევს.   მოსამართლეთა XXX კონფერენციის ჩატარება 2021 წლის 31 ოქტომბერს იგეგმება. დღის წესრიგის მიხედვით, კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები უნდა აირჩიოს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვია, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე …

ახალი ამბები