ახალი ამბები


ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მადლობის წერილი სახალხო დამცველს

საქართველოში ლგბტქი საკითხებზე მომუშავე სათემო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ნინო ლომჯარიას და მის გუნდს ქვიარ საკითხებზე გაწეული შრომისა და პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისთვის! ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის პირობებში, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოში ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერ სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აპარატმა თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ზოგადი წინადადება გამოსცა, რამაც საქართველოში ლგბტქი ადამიანებისთვის …

განცხადებები


სტრასბურგმა ტრანსგენდერი კაცების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

2022 წლის 1 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა (WISG) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოებული სამი ტრანსგენდერი კაცის (ა.დ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ა.კ საქართველოს წინააღმდეგ და ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს …

ახალი ამბები


ძალადობის მსხვერპლი ტრანს ქალები კომპენსაციის წესით ვერ ისარგებლებენ – ლგბტქი სათემო ორგანიზაციების განცხადება

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მთავრობის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცებას“[1]. მსხვერპლთა კომპენსაციის შესახებ ამ მნიშვნელოვანი დებულებით, რომელიც ქვეყანამ სტამბულის კონვენციის 30-ე მუხლის[2] ვალდებულებით მიიღო, ამ ეტაპზე ტრანსგენდერი ქალები, სამწუხაროდ, ვერ ისარგებლებენ. მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი არის „პირი, რომელიც საქართველოს …

ახალი ამბები


კოალიცია მოსამართლეთა XXXI კონფერენციას ეხმაურება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალ არჩევას. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს …

ახალი ამბები


მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ეხმიანება მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ პრობლემებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გასული კვირის ბოლოს მომზადებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას და აცხადებს, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი არ ასახავს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ რეალურ გამოწვევებს. სამწუხაროდ, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს სასამართლოს რეალური რეფორმის მზაობა და კვლავაც ფასადური ცვლილებების გატარებას ისახავს …

ახალი ამბები


რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ?

ცოდნა ძალაა ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის შესახებ სწრაფად იცვლება. ინფორმაციის მიღებისას ენდე მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ წყაროებს. ებრძოლე სტიგმასა და დეზინფორმაციას. შეინარჩუნე სიმშვიდე მაიმუნის ყვავილის შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ პანიკას. ებრძოლე სტიგმას სამარცხვინო არ არის, დაინფიცირდე მაიმუნის ყვავილით. სტიგმის არსებობა ზღუდავს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას და ზიანს აყენებს …

MPOX
ახალი ამბები


სამოქალაქო ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვაღიარებთ რა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, მოვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. …

ახალი ამბები


Სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად

ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების …

ახალი ამბები