ახალი ამბები


გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის შემაჯამებელი დასკვნა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს რიგით მე-5 პერიოდულ ანგარიშზე შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით თანასწორობის მისაღწევად გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები. მიუხედავად ამისა, კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის, შევიწროების, დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. კომიტეტი, აგრეთვე, შეშფოთებულია პოლიტიკოსების, სხვა …

ახალი ამბები


მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ევროპული ინტეგრაციის პროცესს აზიანებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ შიდა გავლენების და კლანურობის პრობლემას, ფუნდამენტურად არყევს საზოგადოების ნდობას სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს. მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის …

ახალი ამბები


კოალიცია თანასწორობისთვის პრაიდის ფესტივალის ღონისძიებების უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება „თბილისი პრაიდის” განცხადებას, სადაც ორგანიზაცია ფესტივალის ღონისძიებების უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს[1]. დახურულ სივრცეებში დაგეგმილი პრაიდის კვირეულის ღონისძიებების დარბევით ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები კვირეულის დაანონსებიდან მოყოლებული იმუქრებიან. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, პოლიციამ ზედმიწევნით უზრუნველყოს „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და მათი მონაწილეების უსაფრთხოება და ამ მიზნით ეფექტიანი და რეალური პრევენციული ზომების მიღება. 27 ივნისს საქართველოს შინაგან …

ახალი ამბები


კანდიდატის სტატუსის მისაღებად სასამართლოს რეფორმა აუცილებელია

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ ინდივიდუალური დასკვნები გამოაქვეყნა. კომისია მხარს უჭერს უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუყოვნებლივ, ხოლო საქართველოსთვის – მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. ევროკომისიის მიერ მიღებული დასკვნების თანახმად, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, უკრაინამ – 7, მოლდოვამ – 10, საქართველომ კი – 12 პირობა უნდა …

ახალი ამბები


“კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება თბილისში ტრანსგენდერ ქალებზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს

2022 წლის 29 მაისს, ღამის საათებში ტრანსგენდერი ქალი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაღაზიაში იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგაც სამმა უცნობმა პირმა ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ერთი მათგანი ელექტრო სკუტერით (ე.წ. “სქროლი”) დაეჯახა. ტრანსგენდერი ქალი თავდამსხმელებს გამოერიდა და საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა. რამდენიმე წუთის შემდეგ სახლთან შეიკრიბა 20-მდე უცნობი პირი, რომლებმაც შენობის მიმართულებით სხვადასხვა ნივთის (ძირითადად, ქვა) …

ახალი ამბები


“ბაინდერის” მოხმარების ძირითადი წესები

ზოგიერთი ტრანს* და არაბინარული ადამიანისთვის, მკერდი შესაძლოა უფრო მწვავედ იწვევდეს გენდერულ დისფორიას: დისკომფორტსა და სტრესს, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანი ბიოლოგიურ სქესთან აცდენილი თვით აღქმის გამო განიცდის. მკერდის ახვევამ შესაძლოა გენდერული დისფორია შეამციროს და პოზიტიურად აისახოს ტრანს* ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ამავდროულად, შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ადამიანები მკერდის ახვევის სხვადასხვაგვარ ტექნიკას მიმართავენ. ზოგიერთი მათგანი, ელასტიურ ბანდაჟს იყენებს, ზოგიც …

ახალი ამბები


ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარი ლგბტ საკითხებს მოიცავს

საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა ევროკომისიის მიერ მომზადებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. დოკუმენტი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას. კითხვარის ფაილის ჩამოტვირთვა მთავრობის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. კითხვარში ადამიანის უფლებების ნაწილში 20 ქვეთავი …

ახალი ამბები


კოალიცია სასამართლო რეფორმების შეფასების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას ეხმიანება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სასამართლოს რეფორმების თაობაზე საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობას. სამწუხაროა, რომ საზოგადოებისთვის დახურულია ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის ფორმატის შესახებ. მასში მიწვეულნი არ არიან მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები, შესაბამისად პროცესი არაინკლუზიურად მიმდინარეობს. მართლმსაჯულების სისტემა აშკარად მოითხოვს ფუნდამენტურ, არსებით ცვლილებებს. რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, …

ახალი ამბები