სტრასბურგმა 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ევროკონვენციის დარღვევა დაადგინა


17 მაისი (C) ტაბულა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის დარბევის საქმეზე დაადგინა, რომ მთავრობამ ვერ დაიცვა ლგბტ აქტივისტები მათ მიმართ განხორციელებული ძალადობისგან და ვერ უზრუნველჰყო ადეკვატური გამოძიება. 

ევროპულ სასამართლოს მიმართა საქართველოს 35-მა მოქალაქემ და ორმა ორგანიზაციამ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” და” იდენტობამ”. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-11 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) კავშირში.

სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ არ მიიღო შესაფერისი ზომები მიეღო, რათა დაეცვა ლგბტ აქტივისტები თავდასხმისგან, იმის მიუხედავად, რომ  იცოდა, თუ რა საფრთხე შეიძლება დამდგარიყო 2013 წლის ჰომო და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე. 

უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრები, იმისა, რომ საფუძველმდებარე ცრურწმენასა და ძალადობის აქტებთან არსებობდა ოფიციალური თანხმობა. 

სასამართლო განმარტავს, რომ მთავრობამ არ მიიღო საკმარისი ზომები იმისათვის, რათა დაეცვა ლგბტ აქტივისტები.  კადრები ცხადჰყოფს, რომ პოლიციამ რა თუ არ მიიღო ზომები მაშინ, როდესაც კონტრდემონსტრანტებმა გაარღვიეს ჯებირები, არამედ ზოგიერთ ადგილას, გზაც კი გაუთავისუფლა მათ. 

ფოტოები ცხადჰყოფს, რომ ოფიციალური პირები, რომლებიც საუბრობენ მღვდლებთან, გულგრილი რჩებიან იმ საფრთხის მიმართ, რაც ექმნებოდა საზოგადოებრივ წესრიგს. 

ევროპის ადამიანის უფლებათა საამართლომ, გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფოს დააკისრა ვალდებულება, რომ კომპენსაციის სახით დაზარალებულ მოსარჩელეებს გადაუხადოს 193 500 ევრო. 

სასამართლომ განმარტა, რომ არ შეუძლია გამორიცხოს შესაძლებლობა, რომ ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბმა გავლენა მოახდინა ხელისუფლების უნარზე, რომ ვერ მოახდინა დროული და ობიექტური გამოძიება ლგბტ აქტივისტების მიმართ თავდასხმაზე  2012 წელს, რომელიც ასევე გახდა ადამიანის უფლებატა ევროპული სასამართლოს განხილვის საგანი.