კონსერვატიული პოლიტიკის გავლენა ლგბტ ადამიანების დეპრესიაზე – პოლონეთის მაგალითი


2017-2020 წლებში პოლონელ ლგბტ ადამიანებს შორის გაიზარდა დეპრესიის შემთხვევები, რასაც აქტივისტები კონსერვატიული მთავრობის პირობებში ჰომოფობიისა და მიუღებლობის ზრდას უკავშირებენ. 

ლგბტ ადამიანების უფლებები პოლარიზაციის მიზეზი გახდა პოლონეთში. რელიგიური კონსერვატიზმის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ლგბტ უფლებების დაცვა დაანგრევს ოჯახის ტრადიციულ ცნებას, შედარებით ლიბერალურად განწყობილი მოქალაქეები კი მიიჩნევენ, რომ ლგბტ თემის მიმართ თანასწორი მოპყრობა აუცილებელია. 

კვლევა ონლაინ პლატფორმების საშუალებით ჩატარდა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე. მასში მონაწილეობა მიიღო 22, 883 ადამიანმა. შედეგები გამოქვეყნდა 2021 წლის 7 დეკემბერს. კვლევა ჩაატარა ვარშავის უნივერსიტეტმა “ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიის” ინიციატივით. 

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი მიხალ ვოიჩიკი ამბობს, რომ ლგბტ და ჰეტეროსექსუალი ადამიანები არიან თანასწორი კონსტიტუციის წინაშე, თუმცა პოლონეთის მთავრობა სკოლებში “ლგბტ იდეოლოგიის” წინააღმდეგ გამოდის.
21 წლის ხელოვანის, კოსმა უგნიევსკის თქმით, თავისი სექსუალობის მიუღებლობამ, მათ შორის კონსერვატიულად განწყობილი პოლიტიკოსების რიტორიკამ, ხელი შეუწყო მისი დეპრესიის გაღვივებას. 
“პოლონეთის მთავრობა ცდილობს, რომ ნიღაბი მოარგოს ადამიანებს, სათვალეები, რომლითაც საზოგადოება დაინახავს. ადამიანებს არ აქვთ მოსაზრება, მაგრამ ისინი უსმენენ პოლიტიკოსებს და მათ იმპულსებს იღებენ,”- ამბობს ის. 

კონსერვატიულმა ნაციონალისტურმა პარტიამ “კანონი და სამართალი” და მისმა მოკავშირე პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 2019 და 2020 წლის არჩევნების დროს “ლგბტ იდეოლოგიასთან” ბრძოლა წინასაარჩევნო კამპანიად გამოიყენა.  

“ლგბტ ადამიანების მენტალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. რა არის ამის მიზეზი? რესპონდენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ სიძულვილის ენის გახშირებული გამოყენების გამო, ლგბტ ადამიანები თავიანთ სახლებშიც ვერ გრძნობენ თავს მშვიდად”, -ამბობს  მიროსლავა მაკუჩოვსკა, კამპანია ჰომოფობიის წინააღმდეგ” ვიცე-პრეზიდენტი. 

მთავრობის დონაციაზე მყოფი კვლევითი ცენტრის CBOS-ის 2021 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლგბტ ადამიანების უფლებების მიმართ პოლონელების მხარდაჭერა 2019 წელთან შედარებით გაიზარდა, ხოლო ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების მიმართ მხარდაჭერა 34%-ი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პოლონეთის ისტორიაში. 

წყარო: www.reuters.com