ახალი ამბები


სექსი და აივ ინფექცია

აივ-ინფექციამ შესაძლოა სხვადასხვანაირი გავლენა იქონიოს აივ-პოზიტიური ადამიანის სქესობრივ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე. როგორც წესი, ადამიანები ჩვეულებრივად აგრძელებენ ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას. თუმცა თავდაპირველად შესაძლოა გაშფოთებდეს იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა შენი პარტნიორი დააინფიცირო. დღეს აივ-ინფექციის გადაცემის გზები ძალიან კარგად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. შეგიძლია თამამად ენდო მეცნიერებას, რომელიც ამბობს რომ: • კონდომის სწორი, რეგულარული გამოყენების …

ახალი ამბები
სექსი


ჯანმო: აივ-დადებით პირებს კოვიდ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ

აივ დადებითი ადამიანები კოვიდ19-ის ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად უნდა მიიჩნიონ, აცხადებს გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია. ჯანმოს მოსაზრება ეყრდნობა კვლევას, რომლის მიხედვითაც, აივ დადებითი ადამიანებს უფრო ხშირად სჭირდებათ ჰოსპიტალიზება კოვიდ 19-ის გართულებების გამო, რაც შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს კორონავირუსით ინფიცირებული აივ დადებითი 15 000 პაციენტის ისტორია. კვლევაზე დაყრდნობით ჯანმო ასკვნის, რომ: აივ დადებითი ადამიანებს 13%-ით …

ახალი ამბები


ლგბტქი სათემო ორგანიზაციების გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

ჩვენ, ქვიარ თემის წევრები და სათემო ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ანტიკონსტიტუციურ განცხადებას[1], რომელიც ემსახურება ჩვენს პარტიულ მონიშვნას, ინსტრუმენტალიზაციას და გამოყენებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მცდარია მისი სპეკულაციური მტკიცება, რომ ქვიარ თემი არის კულტურულად და პოლიტიკურად ერთგვაროვანი ჯგუფი, რომლის უკან დგას ოპოზიციური პარტიები. ქვიარ ადამიანები ვართ საზოგადოების წევრები, სხვადახვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი, და ვინმეს პოლიტიკური არჩევანი არავის …

ახალი ამბები


“კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის დაუყოვნებლივი აღკვეთისა და სათანადო გამოძიებისაკენ მოუწოდებენ

“თბილისი პრაიდს“ წელსაც არ მიეცა “ღირსების მარშის“ გამართვის შესაძლებლობა. წინა კვირების მანძილზე, საქართველოს ხელისუფლების წევრებმა არაერთი ჰომოფობიური განცხადება გაავრცელეს და ირიბად წაახალისეს დისკრიმინაცია. ხელისუფლებასთან ერთად, საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. დღეს კი, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ფონზე, რომელმაც მარშის გამართვის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და საშიში აქცენტებით ძალადობა კიდევ უფრო წაახალისა, რუსთაველის გამზირსა და თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, წინასწარ …

ახალი ამბები


სათემო ორგანიზაციების მიმართვა

სათემო ორგანიზაციები ვეხმიანებით 5 ივლისის დილიდან განვითარებულ მოვლენებს და სახელმწიფოს ძალადობის დაუყოვნებლივ აღკვეთისკენ მოვუწოდებთ. დღეს დილიდან, პრემიერ-მინისტრის განცხადების ფონზე, რომელმაც თავის გამოსვლაში გაჟღერებული საშიში აქცენტებით ჰომოფობიური ძალადობა წაახალისა, გუშინდელი დღიდან მობილიზებულმა სიძულვილის ჯგუფებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ადგილზე. ისინი დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებს, დაუზიანეს ტექნიკა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. განსაკუთრებით შემზარავია ფორმულას ჟურნალისტების ცემა …

ახალი ამბები


ვეხმიანებით “სოლიდარობის მარშს” და საპატრიარქოს განცხადებას

გვსურს გამოვეხმაუროთ 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ “სოლიდარობის მარშს” და 3 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და  ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს “სოლიდარობის მარშში” მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული …

ახალი ამბები


შსს-მ უნდა დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უსაფრთხოება | არა ფობიას!

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ იგეგმება. ღონისძიების გამართვას საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური მედიის გამოყენებით, ღიად და საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ.   კონტრაქციის …

ახალი ამბები


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს

2021 წლის 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა და შედეგად 9 კანდიდატი შეირჩა.[1] კანდიდატების შერჩევის მიზნით საბჭოში მიმდინარე პროცესი არსებითად პრობლემური იყო, რადგან საბჭოს წევრების შეფასებები აჩენდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გავლენებისა და კორპორატივიზმის შესახებ წლებია აქტიურად საუბრობენ …

ახალი ამბები


“სვლა მომავლისკენ” – ახალი ბუკლეტი აივ-დადებითი ადამიანებისთვის

თუ ახლახანს შეიტყვე საკუთარი აივ-დადებითი სტატუსის შესახებ, სახელმძღვანელო დაგეხმარება გაიგო მეტი აივ-ინფექციის შესახებ. აივ-დადებითი სტატუსის გაგება ადამიანებში არაერთგვაროვან ემოციებს აღძრავს. როგორც წესი, აივ-დადებით პირებს ამ დროს შფოთვა, დეპრესია და უსამართლობის გრძნობა უჩნდებათ. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ თუ შფოთვა და დეპრესია ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში,    აუცილებლად გაესაუბრეთ სპეციალისტს. წინამდებარე სახელმძღვანელოში შევეცდებით ნათლად და მარტივად …

ახალი ამბები
დოკუმენტები
თარგმანი