2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღეს, თბილისში ლგბტ თემის 40-მდე წამომადგენელი შეეცადა ჩაეტარებინა მშვიდობიანი აქცია, რასაც დაუპირისპირდა 20.000-ზე მეტი მოქალაქე. აქციის მონაწილეებმა სცადეს თავი დაეღწიათ ყვითელი ავტობუსებით, რომლებზეც იერიში მიიტანეს კონტრდემონსტრანტებმა.
15-არხიანი ვიდეოინსტალაცია ამ მოვლენის ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე განვითარებული ეპიზოდის დროსა და სივრცეში რეკონსტრუირებას ახდენს და მის ერთ ფაზას 15 სხვადასხვა კამერის პერსპექტივიდან წარმოადგენს, რომლებიც გადაღებულია ჟურნალისტების, თავდასხმელების და თავად მსხვერპლის მიერ.
8 ივნისს ღია სივრცეში ნატო ვაჩნაძის ქუშაზე გამოფენა გასტანს მხოლოდ 10 საათი.
ავტორის ბიოგრაფია:
სოსო დუმბაძე ცხოვრობს ბერლინში, მუშაობს ბერლინში და თბილისში. 2004-2011 სოსო სწავლობდა კელნის მედიების ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში (»Academy of Media Arts«). მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო გერმანიის თანამედროვე ხელოვნების ცენტრალურ საგამოფენო სივრცეებში როგორებიცაა: »Bundeskunsthalle« და »Art Cologne«, აგრეთვე »New Talents – Biennale«, »Haus am Lützowplatz« ბერლინი და სხვა. მისი ვიდეოინსტალაცია »პარალელები ერთ ომზე« (2012) შესყიდული იყო ქალაქ კელნის კოლექციისათვის ბარბარა ენგელბახის კურატორობით »Ludwig Museum«-დან. სოსოს ვიდეოინსტალაციაზე »ყვითელი ავტობუსი« (2017) დაიწერა გავლენიან ჟურნალში »Frieze«. მისი სადიპლომო ფილმის »მზიანი ღამე« (2017) პრემიერა, რეალიზირებული ლეა ჰარტლაუბთან ერთად, გაიმართა Dok-Leipzig-ის კინოფესტივალზე. 2006 წელს მან დააარსა »საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.«, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. დღეისათვის სოსოს გამოცემული აქვს 15 წიგნი. ამ წიგნებს შორისაა ისეთი ავტორების პირველი თარგმანები ქართულ ენაზე, როგორებიც არიან: ვალტერ ბენიამინი და თეოდორ ვ. ადორნო, სერგეი ეიზენშტეინი და ძიგა ვერტოვი, თანამედროვე ხელოვნებიდან ჰარუნ ფაროკი და კრის მარკერი და სხვა.
ღონისძიების მხარდამჭერები:
– Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა;
– Women’s Initiatives Supporting Group (WISG);
– Propaganda.network.
სოსო დუმბაძე
ყვითელი ავტობუსი
15-არხიანი ვიდეოინსტალაცია | 15 პედესტალი
ფერადი | 16:9 | ხმა | In Loop
გახსნა ღია სივრცეში:
8 ივნისი | 19:00 საათი – ნატო ვაჩნაძის ქუჩა N 3-12, თბილისი
გამოფენა ვაჩნაძის ქუჩაზე:
8 ივნისი | 12:00-22:00 საათი
გახსნა »ფაბრიკაში«, Project Space:
9 ივნისი | 19:00 საათი – ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N 8, თბილისი
გამოფენა »ფაბრიკაში«, Project Space:
9 და 10 ივნისი | 11:00-24:00 საათი
Artist Talk სოსო დუმბაძესა და გიორგი მაისურაძეს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) შორის:
10 ივნისი | 19:00 საათი – »ფაბრიკა«, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N 8, თბილისი
ივენთის სანახავად მიყევით ბმულს: https://www.facebook.com/events/1698819813505548/?active_tab=about