ახალი ამბები


შსს-მ მირანდა ფაღავას ცემაში ბრალდებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 28 იანვარს, გამთენიისას თბილისში ტრანსგენდერი აქტივისტის, მირანდა ფაღავას ცემაში ბრალდებული პირი დააკავეს. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. იქნა დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, გენდერული იდენტობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა …

ახალი ამბები


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ციხეში “საქათმის” არსებობა დისკრიმინაციად მიიჩნია.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რომლითაც სამინისტრო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მხრიდან ამავე დაწესებულების პატიმრის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტი. დირექტორის ბრძანებით პატიმარს აეკრძალა სამეურნეო ნაწილში მუშაობა, ვინაიდან სხვა პატიმრები ამას ჰომოფობიური საფუძვლით ითხოვდნენ. სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, …

ახალი ამბები


საქალაქო სასამართლომ თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად ცნო

დღეს, 2017 წლის 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის, ვაგდი ა.ა.მ.ა. ელკორაეის სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოში თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა. მოსარჩელე თავის ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოებისა და სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნება. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, …

ახალი ამბები


ომბუდსმენმა თსუ-ს ლექტორის გამონათქვამები დისკრიმინაციულად მიიჩნია

“არა ფობიას!”-ში შემავალი ორგანიზაციების მიმართვა, რომლითაც გასაჩივრებული იყო თსუ-ს ლექტორის ჰომოფობიური განმარტებები, სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა და დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ლექციაზე თსუ-ს პროფესორ ნონა თოდუას ჰომოფობიურ გამონათქვამებს, რომლითაც ჰომოსექსუალური ურთიერთობები მოიხსენია როგორც „ამორალური“ და ლგბტ თემი პათოლოგიის მქონე საზოგადოებად წარმოაჩინა. სახალხო დამცველმა 2017 წლის 12 დეკემბრის გადაყვეტილებაში აღნიშნა, რომ ლექციაზე პროფესორს უნდა შეეძლოს …

ახალი ამბები


ტრანსგენდერი ქალი პრობაციის ბიუროში ტრანსფობიური დამოკიდებულებების გამო სამინისტროს განცხადებით მიმართავს

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა ტრანსგენდერმა ქალმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს განცხადებით მიმართა. განცხადებაში საუბარია პრობაციის ბიუროში არსებული ტრანსფობიური დამოკიდებულების შესახებ. განცხადებაში ტრანსგენდერი ქალი ყურადღებას ამახვილებს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც პრობაციის ბიუროს თანამშრომლების მხრიდან მომდინარეობს. ბიუროში გამოცხადებისა და ოფიცერთან ურთიერთობის დროს იგი უსიამოვნებებს ბიუროში თითქმის ყოველი გამოცხადების დროს აწყდება. ბიუროს თანამშრომლების …

ახალი ამბები


თანასწორობის მოძრაობა ულოცავს ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე არჩევას

“თანასწორობის მოძრაობა” ულოცავს ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე არჩევას და წარმატებებს უსურვებს უაღრესად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ, თანასწორობის მოძრაობაში გვჯერა, რომ ნინო ლომჯარია  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უმცირესობების უფლებების დაცვის და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების  საქმეში. თანასწორობის მოძრაობა გამოთქვამს მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვის პროცესში. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ …

ახალი ამბები
კატეგორიის გარეშე