სოფიო კილაძემ ქვიარ აქტივისტი HAHA რეაქციების გამო დაბლოკა


პირველ მარტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ქვიარ აქტივისტი, თამაზ სოზაშვილი, ერთ-ერთი იყო იმ აქტივისტებს შორის, რომელიც ცდილობდა გაეპროტესტებინა სოფიო კილაძის ჰომოფობიური განცხადება და მიეღო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ იგეგმებოდა 17 მაისის აღნიშვნა, როდესაც კომიტეტმა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერა, რომ აღნიშნავდნენ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს.

აღნიშნული მოვლენების შემდეგ, თამაზ სოზაშვილი, სოფიო კილაძის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებზე თავის მოსაზრებას გამოხატავდა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი მხოლოდ HAHA ემოციებს აფიქსირებდა, რის შემდეგაც ის დაბლოკეს.