6 მაისს, გვიან ღამით, თავდაპირველად ქუჩაში, შემდგომ კი სახლში თავს დაესხნენ ქვიარ აქტივისტს.
თავდამსხმელებმა რამდენჯერმე სცადეს დაზარალებულის სახლიდან გაყვანა და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებულმა გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმის შედგენის შემდეგ დაზარალებული გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას, თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, მოძალადეები კვლავ დაბრუნდნენ აქტივისტის სახლში, მეზობლები გააღვიძეს და ითხოვნენ ნაცემი ბიჭის გარეთ გამოყვანას.
ინციდენტიდან უკვე ოთხი დღე გავიდა, თუმცა დაზარალებული ხელახალი თავდასხმის შიშით მაინც ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავდამსხმელისგან მსგავსი შეტევები სხვა გეი მამაკაცების მიმართაც შეუმჩნევიათ და ის ერთისა და იმავე მეთოდებით ცდილობს ადამიანთა გამოწვევასა და დაშანტაჟებას.